ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული იერიშების დროს პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას, „ევროკავშირის საჰაერო სივრცის კიდევ ერთ მიუღებელ დარღვევას“ უწოდებს

ევროკავშირის საჰაერო სივრცის კიდევ ერთი მიუღებელი დარღვევა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ გასულ ღამეს უკრაინაზე განხორციელებული იერიშების დროს პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს ეხმაურება.

„ევროკავშირის საჰაერო სივრცის კიდევ ერთი მიუღებელი დარღვევა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო იერიშებით, ამჯერად პოლონეთის თავზე“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების დასასრულებლად ევროკავშირი უკრაინას ომის მოგებაში ეხმარება.

„ასევე, ჩვენ ვაშენებთ ევროპული უსაფრთხოების ძლიერ არქიტექტურას ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში