„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერებთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერებთან - ლანა გალდავასთან და ოთო ფარულავასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. ინფორმაციას „ძლიერი საქართველო - ლელო" ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელი, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წლებია სასმელი წყლის, გზისა და საბაზისო ინფრასტრუქტურის გარეშეა.

პარტიის განცხადებით, „ქართული ოცნება" სოფელში მხოლოდ არჩევნების პერიოდში ან მოსახლეობაზე ზეწოლის მიზნით ჩნდება, მაშინ როცა ადგილობრივების ყოველდღიური პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

„ირგანჩაის მოსახლეობა ამ ბრძოლაში მარტო არ დარჩება. კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო" ადგილობრივების გვერდით იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სოფლის მრავალწლიანი პრობლემები გადაიჭრას,“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში