ანა წითლიძე - მამუკა მდინარაძეს დაათრევენ სამინისტროდან სამინისტროში და ვეღარ გაიგეს, სად უნდა დადონ - ლილუაშვილსაც მსგავსი ტიპის სამინისტროს უხსნიდნენ, ერთ თვეში კი რუსთავის ციხეს გაუყოლეს, ამიტომ, ჩემი აზრით, მდინარაძეს თავს კარგი არ უნდა ხდებოდეს

ეს არის მდინარაძის მოშორების სპეცოპერაცია,-ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის გაუქმება და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნა.

წითლიძე მიიჩნევს, რომ „მამუკა მდინარაძის თავს კარგი არაფერი ხდება".

„დაათრევენ სამინისტროდან სამინისტროში და ვეღარ გაიგეს, სად უნდა დადონ ეს კაცი რეალურად. სასაცილო და დასაცინი იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ იყოს, ოღონდ მდინარაძისთვის კი არა, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მამუკა მდინარაძის აქეთ-იქით თრევა რეალურად საქართველოს მოქალაქეებს ძვირი უჯდებათ. ეს გაუგებარი სამინისტრო რომ შექმნეს, ის სამინისტრო უნდა აფინანსონ, მანამდე კიდევ რაღაც სამინისტრო და მდინარაძის ხელფასი იყო დასაფინანსებელი და მისი აპარატი. ალბათ, გახსოვთ გრიგოლ ლილუაშვილი რომ მოხსნეს, მასაც ზუსტად მსგავსი ტიპის სამინისტროს უხსნიდნენ და მერე ერთ თვეში რუსთავის ციხეს გაუყოლეს. ამიტომაც, ჩემი აზრით, მამუკა მდინარაძეს თავს რაღაც კარგი არ უნდა ხდებოდეს და დარწმუნებული ვარ, ასეც უყურებს ამას",- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელზეც მამუკა მდინარაძე დაინიშნება.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას

, რომელიც სამი თვის წინ შეიქმნა და მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძის თქმით, უწყება კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს