„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბში „თუმო ქუთაისი“ (TUMO Kutaisi) დაფუძნდა. თუმოს პირველი ცენტრი საქართველოში GITA-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა. ცენტრი ერთდროულად 1 200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოზარდებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილების შეთავაზებას ისახავს მიზნად.

თუმო საერთაშორისო აღიარებული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. პროგრამა 12 - 18 წლის ახალგაზრდების ციფრული, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. სწავლების მოდელი თვითმართვადი სწავლების პრინციპს ეფუძნება და აერთიანებს ინტერაქტიულ სასწავლო მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს, სადაც მონაწილეები ცოდნას რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში იძენენ.

საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის - პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას, ფოტოგრაფიას, კინოგადაღებას, მუსიკას, ხატვასა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (Generative AI) საფუძვლებს. აღნიშნული მიმართულებები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მრავალმხრივ განივითარონ როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ „თუმო ქუთაისი“-ში სწავლა მოსწავლეებისთვის სრულად დაფინანსებულია, რაც პროგრამას ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

(R)

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში