ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზთან და მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ექიმების ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ანთებითი სპონდილოართრიტი დაუდასტურდა, ხერხემლის ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება არა მხოლოდ ხერხემალი, არამედ პერიფერიული სახსრები.

როგორც ექიმები მაკა იოსელიანი და ანა ქავთარაძე აღნიშნავენ, სამკურნალო პრეპარატს ელენე ხოშტარია ხვალიდან მიიღებს.

ელენე ხოშტარიას ჩაუტარდა არაერთი, როგორც რადიოლოგიური, ასევე, ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის, ნაწილი საზღვარგარეთ გაიგზავნა. ასევე, ჩატარდა არაერთი კონსულტაცია, როგორც საქართველოში, ისე, მის საზღვრებს გარე ექიმებთან.

ამ პერიოდში, მიღწეული იყო ტკივილის შემსუბუქება, სიმპტომური მართვა, საბოლოოდ, კოლეგები შევჯერდით დიაგნოზზე, რომელზეც ეჭვი გვქონდა, ელენეს ციხეში ყოფნისას და დაიგეგმა შემდგომი მკურნალობა.

დიაგნოზთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, დიახ, ჩვენ დავადასტურეთ დიაგნოზი, რაზედაც ეჭვი იყო, ეს გახლავთ - ანთებითი სპონდილოართრიტი. ამ ძალიან ბევრი კვლევის საფუძველზე გამოვრიცხეთ ამჟამად აქტიური ინფექციის არსებობა. კვლევებით ამოვწურეთ ყველა შესაძლო რისკის შესაძლებლობა, მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები. ახლა, დიაგნოზის ვერიფიცირების შემდეგ, რაც არის ანთებითი ანთებითი სპონდილიტი, ანუ ხერხემლის ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება არამხოლოდ ხერხემალი, არამედ პერიფერიული სახსრები. ამ დაავადების საერთაშორისო რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დაწყებულიყო ბიოლოგიური დაავადების მოდიფიცირების უნარის მქონე პრეპარატი, ჩვენ ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთი შევარჩიეთ, რომელიც ყველაზე შესაძლოდ უსაფრთხო იქნება. ამ პრეპარატს დავიწყებთ ხვალ“, - აღნიშნავენ ექიმები.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს