პროკურატურის ინფორმაციით,  ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც თითქოსდა ავტომანქანების შესაძენად ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით, 1 238 531 ლარი გამოართვა და მიიმალა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით, 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თითქოსდა ავტომანქანების შესაძენად ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით, 1 238 531 ლარი გამოართვა. თანხის ჩარიცხვის იმიტაციით და ყალბი ქვითრის წარდგენით, დაზარალებული დაარწმუნა, რომ თანხა საბანკო ანგარიშზე სრულად შეიტანა, 1 238 531 ლარს თაღლითურად დაეუფლა, რის შემდეგაც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიიმალა.

„ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით ,დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში