ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ნაფარეულის ქუჩის N12-14-ში დაზიანებული წყლისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2 და 3 აგვისტოს, ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოძრაობა ნაფარეულის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩის კვეთიდან ფალიაშვილის ქუჩის კვეთამდე, შეიზღუდება ორივე დღის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე.

„შემდგომი დღეების განმავლობაში ქსელის განახლების სამუშაოები შიდა ეზოს სივრცეში გაგრძელდება, რაც ქუჩაზე გადაადგილების შეფერხებას არ გამოიწვევს.

ინფრასტრუქტურული პროექტი ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს "ოკრიბა" განახორციელებს.

ვაკის რაიონის გამგეობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში