პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოტანილი დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გასაღება განიზრახა, რაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, მიმდინარე წლის 28 ივლისს, მათ სარგებლობაში არსებული ავტომობილით მიიტანეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაეცათ მათ მიერვე წინასწარ მოძიებული პირისთვის. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განზრახვის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს.

სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 19-236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს