ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენ

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ. ამის შესახებ მისი ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

არსებული ინფორმაციით, ელისაშვილს ახალ ბრალს სასამართლოს უპატივცემულობისთვის წარუდგენენ.

ბრალის წარდგენა 31 ივლისს, 13:00 საათზე, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იგეგმება.

"ამჯერად პროკურატურა პოლიტიკოსს იმ სასამართლოს უპატივცემულობას ედავება, რომელმაც აბსურდული ბრალისთვის მაქსიმალური 13 წელი მიუსაჯა.

პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილისთვის, ახალი ბრალის წარდგენა იგეგმება ხვალ, 31 ივლისს, 13:00 საათზე, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ ალეკო ელისაშვილმა პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ მოწმეობაში და მისი ბრალის დასამძიმებლად განზრახ ნათქვამ ტყუილში არაერთხელ ამხილა. ასევე, მას იმ მოწმე პოლიციელის (ოცმეთაურის) შეურაცხყოფას ედავებიან, რომელსაც ალეკო ელისაშვილი სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

სავარაუდოდ, ბრალდების მხარე სწორედ სასამართლოში მოწმე პოლიციელის ჩვენების სიცრუეში მხილებას თარგმნის სასამართლოს უპატივცემულობად და ელისაშვილის ბრალს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანმიმართულ, უსამართლო და უკანონო დევნას", - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში