არსებული ინფორმაციით, გორში, პაბ-რესტორანში, სავარაუდოდ,  2 პირია დაჭრილი - დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის შედეგად, სულ მცირე ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

შემთხვევა სტალინის ქუჩაზე ,,პაბ რესტორნის" წინ მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში