დონალდ ტრამპი - მშვიდობის საბჭომ „ჰამასის“ სრული განიარაღების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია

დღეს მშვიდობის საბჭომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია „ჰამასის“ და ღაზაში მოქმედი ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ეს არის მონუმენტური ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.

„ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზას საბოლოოდ მართავდეს პალესტინის ახალი მთავრობა, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მშვიდობის საბჭოსთან პალესტინელი ხალხის დასახმარებლად. ამავდროულად, ისრაელს ექნება ის უსაფრთხოება, რასაც იმსახურებს. ღაზას ტერორისტული თავდასხმების ბაზად აღარ გამოიყენებენ“, - აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში.

„შეთანხმება შესრულდება ფრთხილად სტრუქტურირებულ ეტაპებად. განიარაღების დასრულების შემდეგ, ისრაელის ძალები გავლენ და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები იმუშავებენ პალესტინის ახალ საპოლიციო ძალებთან ერთად, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ღაზას უსაფრთხოებაზე მისი მაცხოვრებლებისა და მეზობლებისთვის“, - წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის შუამავალ ქვეყნებს : ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს. „მინდა მადლობა გადავუხადო შუამავლებს - ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს - მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომელთა დაუღალავმა შრომამ შესაძლებელი გახადა ეს ისტორიული გარღვევა. საფრთხე, რომელიც 7 ოქტომბერს ღაზადან გაჩნდა, აღარ აღდგება! ამ შეთანხმების თანახმად, ღაზა საბოლოოდ პალესტინის ახალი მთავრობის ხელში აღმოჩნდება, რომელიც თავის ხალხს ემსახურება“, - წერს ტრამპი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში