კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი

კოლეჯი Skillwill საქართველოს მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში იქნება წარმოდგენილი. ახალი საგანმანათლებლო სივრცე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს თანამედროვე პროფესიული და ტექნოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

საწყის ეტაპზე, ქუთაისში სამი პროფესიული პროგრამა იქნება ხელმისაწვდომი:

სამივე პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სასწავლო პროცესი პრაქტიკული უნარების განვითარებასა და რეალურ სამუშაო ამოცანებზე იქნება ორიენტირებული.

ციფრული მარკეტინგის მიმართულება სტუდენტებს თანამედროვე საკომუნიკაციო არხების, სოციალური მედიის, ციფრული კამპანიებისა და მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული გადაწყვეტილებების შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.

AI ინსტრუმენტების პროგრამა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პრაქტიკულ გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული. სტუდენტები გაეცნობიან AI ინსტრუმენტებს და ისწავლიან, როგორ გამოიყენონ ისინი ყოველდღიურ საქმიანობასა და ბიზნეს პროცესებში.

Frontend დეველოპმენტის პროგრამის ფარგლებში კი სტუდენტები თანამედროვე ვებგვერდებისა და ციფრული პროდუქტების შექმნისთვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შეიძენენ.

ქუთაისში გაფართოება ჩვენთვის მხოლოდ ახალი სასწავლო სივრცის შექმნას არ ნიშნავს. ეს არის შესაძლებლობა, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის კიდევ უფრო გავზარდოთ თანამედროვე ტექნოლოგიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. გვინდა, სტუდენტებმა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და ის უნარები, რომლებიც სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე რეალურად სჭირდებათ“, - ამბობს გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ერთ სივრცეში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ გარემოში Skillwill-ის საგანმანათლებლო პროგრამების განთავსება სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პროფესიული ცოდნა ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში მიიღონ.

Skillwill-ის ქუთაისში წარმოდგენა კოლეჯის რეგიონული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

პროგრამებზე მიღების, სწავლის დაწყების თარიღებისა და სხვა პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კოლეჯი უახლოეს მომავალში გაავრცელებს.

Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

(R)

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში