მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - საუბარი, მათ შორის, პრეპარატ „ელევიდისს“ შეეხო, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ გამოიყენება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და Roche-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, საუბარი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს შეეხო.

„ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს. საუბარი, ასევე პრეპარატ „ელევიდისს“ შეეხო, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ გამოიყენება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ლელა სულაბერიძე, Roche-ს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაიკლ ობერრაიტერი და Roche Georgia-ს კავკასიის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელი, მაკა ასათიანი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში