მარია ზახაროვა - შვეიცარიის ე.წ. მოქნილი ნეიტრალიტეტი იქით იხრება, საითაც მისთვის ხელსაყრელია

შვეიცარიის ე.წ. მოქნილი ნეიტრალიტეტი ზუსტად იმ მიმართულებით იხრება, საითაც მისთვის ხელსაყრელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, 1940-იან წლებში შვეიცარია ჰიტლერული გერმანიისკენ იხრებოდა, ახლა კი - კიევისა და ბრიუსელისკენ იხრება.

ზახაროვას მტკიცებით, შვეიცარიის მთავრობა ნეიტრალიტეტის ეროვნულ კანონმდებლობაში დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, რადგან არ სურს მისი დაცვა სავალდებულო გახდეს.

„ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ოთხი საუკუნის განმავლობაში ნეიტრალიტეტის პრინციპზე აგებდა საკუთარ სახელმწიფოებრიობას და ამავე დროშის ქვეშ ქმნიდა თავის კეთილდღეობას, ახლა მოქალაქეებს არწმუნებს, რომ ამ პრინციპის კონსტიტუციაში ასახვა არ შეიძლება, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი დაცვა სავალდებულო გახდება, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება ფედერალური საბჭო ასე ჯიუტად კონსტიტუციურ ცვლილებას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში