ქეთევან თურაზაშვილი - დღეს ალეკო ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს - მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და ყველას, ვინც ასრულებს მის უკანონო დავალებებს: ყველას მოგიწვეთ პასუხისგება

დღეს, 13:00 საათზე, ალეკო ელისაშვილი მეოთხე აბსურდულ ბრალს მოისმენს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

ის აღნიშნულით, ალეკო ელისაშვილისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში უახლოეს საათებში ახალი ბრალის წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც თურაზაშვილი განმარტავს, „ვინც უკანონო დავალებებს ასრულებს, კანონის წინაშე ყველას პასუხისგება მოუწევს“.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ იყო პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვინმე ბაბაევის გამოყენებით. შემდეგ, პოლიტიკური აქტის განხორციელების გამო, შუშის ჩამტვრევის და 320-ლარიანი ზარალის გამო, ალეკო ელისაშვილს ტერორისტობა დაბრალეს და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საზოგადოებას ალეკოს ტერორისტობა რომ ვერ დააჯერეს, ე.წ. ძაღლების საქმე შეკერეს, სადაც ერთადერთ მოწმედ არარსებული ძაღლი დაიმოწმეს. მტკიცებულებების არარსებობის გამო, საქმე თაროზე შემოდეს და ამ აბსურდულ საქმეს ეფექტურად იყენებენ იმისთვის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კვლავ ვერ შეხვდეს ოჯახის წევრებს. „ოცნებამ“, როცა დაინახა, რომ ალეკოს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმაც კი არ დაიჯერა მისი ტერორისტობა, კიდევ ახალი ბრალი შემოგვთავაზეს, თითქოს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო შეურაცხყო. შეგახსენებთ, იმ სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტობა დააბრალა და 13 წლით გაუშვა ციხეში. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და ყველას, ვინც ასრულებს „ქართული ოცნების“ უკანონო დავალებებს, ყველას მოგიწვეთ პასუხისგება კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“