ირაკლი კუპრაძე - სასამართლოს შეურაცხყოფაზე ალეკო ელისაშვილის მეოთხე ბრალი ადასტურებს, რომ მდინარაძემ ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა - ვინ მიაყენა ქართულ სასამართლოს შეურაცხყოფა, თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც სასამართლო მურუსიძეს ჩააბარა?

მეოთხე ბრალი ეხება იმას, თითქოს, ალეკო ელისაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სასამართლოს. მარტივად ვსვამ შეკითხვას, ვინ მიაყენა ქართულ სასამართლოს შეურაცხყოფა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართული სასამართლოს სისტემა, მართლმსაჯულება და საერთოდ, ქვეყანაში სამართლიანობის გამორკვევის საკითხი ლევან მურუსიძეს ჩააბარა?, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები სამართალთან დაკავშირებული არ არის და ის წარმოადგენს პოლიტიკურ პროცესს.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან მარტივ მოცემულობას, სადაც, მეოთხე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, მეოთხე ბრალი, სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მამუკა მდინარაძემ, ამ პატარა ადამიანმა, რომელიც ახალ სამინისტროებს და ახალ საქმეებს ეძებს, ვერ ამოიღო საკუთარი ბოღმა ალეკო ელისაშვილისადმი. ვერ შეძლო მურუსიძის სასამართლომ ვერასდროს, რომ ადეკვატური კვალიფიკაცია მიეცა. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამაზე მიუთითებს მათ შორის, შალვა პაპუაშვილის მიერ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგან ალეკო ელისაშვილის შესაძლო ქმედებისთვის კვალიფიკაცია არ მიუცია საგამოძიებო უწყებებს ან პროკურატურას, ან სასამართლოს, კვალიფიკაცია მისცა შალვა პაპუაშვილმა საკუთარი „ფეისბუქ” სტატუსით, მაშინ, როცა ალეკო ელისაშვილს ტერორიზმი დააბრალა. ამ ვითარებაში, მეოთხე ბრალი ეხება იმას, თითქოს, ალეკო ელისაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სასამართლოს. მარტივად ვსვამ შეკითხვას, ვინ მიაყენა ქართულ სასმართლოს შეურაცხყოფა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართული სასამართლოს სისტემა, მართლმსაჯულება და საერთოდ, ქვეყანაში სამართლიანობის გამორკვევის საკითხი ლევან მურუსიძეს ჩააბარა? ადამიანს, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო, ადამიანმა, რომელმაც მიიღო ასობით და ათასობით უმძიმესი გადაწყვეტილება, რადგან ის იყო პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის კრახზე, ათასობით ადამიანის გაუბედურებაზე, ათასობით ბიზნესის ჩამორთმევაზე და ა.შ. ასეთ ადამიანს ჩააბარა ივანიშვილმა ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა და თქვა, რომ ის იქნება საყრდენი სამართლიანობის. რა თქმა უნდა, მურუსიძის სასამართლოს პირობებში, ანტიქართული „ოცნების“ პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პრიობებში, ვერც ერთი ეს პროცესი ვერ იქნება სამართალთან დაკავშირებული, ეს არის პოლიტიკური პროცესები და თითოეულ ამ ადამიანს, რომელიც მონაწილეობს, როგორც ცრუ მოწმე, როგორც ცრუ დამსმენი პოლიციელი, როგორც გამყალბებელი ექსპერტი, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება მომავალში დამოუკიდებელი, არაპოლიტიზირებული საგამოძიებო უწყებების და მურუსიძისგან თავისუფალი სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა კუპრაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად