იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვის მოწოდებით გამოდის მას შემდეგ, რაც 30 ივლისს ასობით მიგრანტმა მაროკოდან ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავ სეუტაში საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.

„მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას ვუცხადებ [იტალიის შინაგან საქმეთა] მინისტრ პიანტედოზის ქმედებებს. არალეგალური და უკონტროლო იმიგრაცია ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. სეუტადან გავრცელებული კადრები აჩვენებს, რამდენად მცდარი იყო მადრიდის მთავრობის გადაწყვეტილება, ესპანეთის და, შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეობა 500 000-ზე მეტ არალეგალურ მიგრანტს მიანიჭოს. ეს გადაწყვეტილება ადამიანთა ტრეფიკინგს ახალისებს“, - წერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, განაცხადა, რომ იტალია ამ სიტუაციაში „უმოქმედოდ არ იჯდება“.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე თვეში მიიღო გადაწყვეტილება, რომ სეუტაში ან მელილაში ჩასვლის მცდელობისას ზღვაში დაკავებულ მიგრანტებს ამ ტერიტორიებზე მოქმედი განსაკუთრებული სასაზღვრო წესების მიხედვით დაუყოვნებლივ უკან ვეღარ გააბრუნებენ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაროკოდან ზღვის გავლით სეუტაში 1 500 მიგრანტი ჩავიდა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში