გიგა ფარულავა - სამთავრობო ცვლილებები ერთი ადამიანის პირადი ინტერესებიდან და იქიდან გამომდინარეობს, რომ „ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტ ხანს  შეინარჩუნოს ძალაუფლების ვერტიკალი

ეს კონკრეტული ცვლილებები ერთი ადამიანის პირადი ინტერესებიდან და იქიდან გამომდინარეობს, რომ „ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტ ხანს, დიდ ხანს შეინარჩუნოს ძალაუფლების ვერტიკალი და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ფარულავა მთავრობაში დაგეგმილ მორიგ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს.

ფარულავას თქმით, მინისტრების გადაადგილებით, მოქალაქეების პრობლემები და რეალობა არ იცვლება.

„ჩვენ „ოცნების“ პირობებში მივეჩვიეთ, რომ სამ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ მინისტრები იცვლებიან, მაგრამ ფაქტია, ამას ჩვენი ქვეყნისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რიგითი მოქალაქეების ყოველდღიური ინტერესებისთვის არავითარი სასიკეთო ცვლილებები არ სდევს თან. ეს კონკრეტული ცვლილებები ერთი ადამიანის პირადი ინტერესებიდან და იქიდან გამომდინარეობს, რომ „ოცნებამ“ რაც შეიძლება მეტ ხანს, დიდ ხანს შეინარჩუნოს ძალაუფლების ვერტიკალი და კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს. შესაბამისად, რა ცვლილებებიც არ უნდა გაკეთდეს, ვინც არ უნდა გაუშვან სახლში, ან მინისტრები გადააადგილონ, ეს ჩვენდა სამწუხაროდ, არ ცვლის იმ მავნებლურ პოლიტიკას, რასაც „ოცნება“ აწარმოებს და იმ მწვავე რეალობას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ყოველდღიურად“, - აცხადებს ფარულავა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში