გიორგი სიორიძე ალეკო ელისაშვილის მიმართ ახალ ბრალზე - ჩვენ დავინახეთ, როგორ არ შეუძლიათ პატარა ადამიანებს, რომელთაც არც ვაჟკაცობა ჰყოფნით და არც სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ თავის პირად ბოღმებზე მაღლა დადგნენ

ალეკო ელისაშვილი გახლავთ ადამიანი, პოლიტიკოსი, მებრძოლი, პირდაპირი კაცი, რომელსაც აქვს თავისი ფორმები გამოხატვის, რომელსაც აქვს პროტესტის და ბრძოლის ასეთი სტრატეგია არჩეული, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებთ, დამატებითი საქმე მურუსიძის სასამართლოს შეურაცხყოფისა, არის კიდევ ერთი გვირგვინი, კიდევ ერთი გამოხატულება მათი ბოღმის ნთხევის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

ის რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფება, სადაც ალეკო ელისაშვილს რიგით მე-4 საქმეზე ბრალს წაუყენებენ, რომელიც სასამართლოს უპატივცემლობას ეხება.

„კიდევ ერთი სამარცხვინო საქმე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, კიდევ ერთი გაშიშვლება ამ რეჟიმის, კიდევ ერთი ბოღმის ნთხევა. ჩვენ დავინახეთ კარგად, როგორ არ შეუძლიათ პატარა ადამიანებს, რომელთაც არც ვაჟკაცობა ჰყოფნით და არც სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ თავის პირად ბოღმებზე მაღლა დადგნენ. ვნახეთ, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი სრულიად არაპროპორციული განაჩენი, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, სრულიად არაჰუმანური. ის საქმე, რომელზეც ალეკო დააკავეს, არანაირი მსხვერპლი, არანაირი მოთხოვნა, არანაირი შემადგენლობა არ იყო ტერორიზმის. ამ საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებით უნდა დაწყებულიყო და ასეც დაიწყო, შალვა პაპუაშვილის განცხადების შედეგად გადაკვალიფიცირდა, როგორც ტერორიზმი. შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე საათში დაიწყო და ესტაფეტა გადასცა „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებს, რომ ალეკო ელისაშვილი ტერორისტად გამოეცხადებინათ, რომ ჩვენი კოალიცია, „ძლიერი საქართველო - ლელო“ და მთელი ოპოზიცია რადიკალებად, ტერორისტებად გამოეცხადებინათ, თუმცა, საზოგადოების შესაბამისი და ადეკვატური რეაქცია ვნახეთ. ამას დაემატა მეორე საქმე, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, თვითონ სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, რომ ვერანაირი იდენტიფიცირება ვერ მოხდებოდა, რომელსაც „ძაღლების საქმე“ დაერქვა. ვიცით ალი ბაბაევის საქმე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმართული. ალეკო ელისაშვილი გახლავთ ადამიანი, პოლიტიკოსი, მებრძოლი, პირდაპირი კაცი, რომელსაც აქვს თავისი ფორმები გამოხატვის, რომელსაც აქვს პროტესტის და ბრძოლის ასეთი სტრატეგია არჩეული, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებთ, დამატებით საქმე, მურუსიძის სასამართლოს შეურაცხყოფისა, არის კიდევ ერთი გვირგვინი, კიდევ ერთი გამოხატულება მათი ბოღმის ნთხევის. რეალურად, თვითონ „ქართული ოცნება“ აყენებს მურუსიძის აქ დანიშვნით ამ სასამართლოს შეურაცხყოფას.. .კობახიძე ამბობდა, ის მოსამართლეები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ცუდ საქმეებს სჩადიოდნენ, ახლა კარგ საქმეებს სჩადიანო, რა კარგი საქმეებია, კარგად ვხედავთ პოლიტიკური მართლმსაჯულებით, როცა ბოსტნად გადააქციეს სასამართლო სისტემა და უსიტყვოდ აღასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ მოდის“, - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში რიგით მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წაუყენებენ. საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება