სალომე ზურაბიშვილი - საბა ჯიქია 20 წლის გახდა ციხეში, ანდრო ჭიჭინაძე 30-ის, გიორგი ჩიკვაიძე 40-ის - მადლობა ყველას ეკუთვნის, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან

საბა ჯიქია 20 წლის გახდა ციხეში, ანდრო ჭიჭინაძე 30-ის, გიორგი ჩიკვაიძე 40-ის - მადლობა ყველას ეკუთვნის, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„საბა ჯიქია 20 წლის გახდა ციხეში, ანდრო ჭიჭინაძე 30-ის, გიორგი ჩიკვაიძე 40-ის. ესენი სინდისით, ღირსებით და ახალი ენერგიით ააშენებენ თავისუფალ საქართველოს… ათმაგად დაუბრუნდებათ მათ და მათ ოჯახებს ეს ციხეში გაუტეხლად გატარებული წლები!

მადლობა ყველაფრისთვის და პირველ რიგში, იმისთვის, რაც ყველაზე უფრო გვიჭირს და გვაკლია, ადამიანობის და პატრიოტიზმის მაგალითისთვის!

ცხადია, ეს მადლობა მხოლოდ ამ სამს კი არა, ყველას ეკუთვნის, ვინც შემართების და უკომპრომისო ბრძოლის მაგალითს გვაძლევს ციხიდან. ეს როცა რეჟიმის წარმომადგენლები კი უღირსობის, კორუმპირებულობის, ლაჩრობის, ცრუობის და კიდევ რისი არა, მაგალითს იძლევიან ყოველდღიურად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში