კახა კალაძე - ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“

ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

მისივე თქმით, „არც სააკაშვილია საინტერესო და არც „ნაციონალური მოძრაობა“.

„ცხადია, შიდა დაპირისპირებაა, აშკარად იკვეთება, რომ დაპირისპირებაა. „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და წარსულზე საუბარი არ მიყვარს. [მიხეილ სააკაშვილი] სასაცილო და კომიკური ფიგურა გახდა. ყოველთვის ასეთი იყო და ახლა განსაკუთრებით, ისეთ განცხადებებით ვისმენთ და აკეთებს...

ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა“. რა პასუხი უნდა გავცეთ? ან რა პოლემიკა უნდა გაიმართოს?! - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.

„სასაცილოა, რა სააკაშვილი და ხელოვნური ინტელექტი?! ძალიან შორს არიან“,- აღნიშნა კალაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში