მიხეილ ბოცვაძე - არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა

„იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვირას მომხდარი ქვეყნის ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტის თუნდაც ერთ-ერთ მიზეზად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 110 კილოვოლტიანი ხაზი „გეგუთი“ გაჟღერდა, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო კომენტარი. ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში, მეზობელ ქვეყანასთან არსებული, პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა, - ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე აცხადებს.

მისი თქმით, „ყოველწლიურად ათობით და შესაძლოა ასობით გათიშვაც კი დაფიქსირდეს კომპანიის კუთვნილ მაღალი ძაბვის ხაზებზე, მაგალითად გასული 18 თვის განმავლობაში, იმავე რეგიონში არსებული ხაზები 11 ჯერ გაითიშა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არ გამოუწვევია 11 ე.წ. ბლექაუთი და არც უნდა გამოეწვია“.

„აქვე საგულისხმოა, რომ 32 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 „ბლექაუთი“, თუმცა მეორე შემთხვევაში ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზი ვერსიადაც კი არ სახელდება. ალბათ, სასურველია ამ ორივე შემთხვევის ერთად განხილვა და დადგენა იმ მიზეზების, რაც ორივე შემთხვევაში მეორდება. ვფიქრობ, სწორედ ეს გამაერთიანებელი გარემოებები განსაზღვრავს შეფერხების რეალურ მიზეზებს.

რა თქმა უნდა, რეალური ვერსიის დიდი ნაწილი გამოკვეთილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესკენ ხელს გავიშვერთ, პირიქით, ამ რთულ ვითარებაში, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დარგში მოღვაწე ყველა პატიოსან პროფესიონალს, სწორედ მათი შრომით მიიღწევა ის მომსახურების ხარისხი, რაც არსებობს, მიუხედავად არცთუ სახარბიელო ინფრასტრუქტურისა“, - აცხადებს ბოცვაძე.

ბოცვაძე აღნიშნავს, რომ მთავარია სასწრაფოდ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ „ბლექაუთი“ კიდევ არ განმეორდეს, „თუმცა, რა თქმა უნდა, განსახორციელებელ ქმედებებში, გამანაწილებელი კომპანიის როლი კვლავ მინიმალურია“.

„რაც შეეხება უკვე მომხდარს, დაველოდებით მოკვლევებს, კომისიის დასკვნას თუ გამოძიების შედეგებს, რამაც საბოლოოდ პასუხები უნდა გასცეს ყველა დასმულ კითხვას“, - აცხადებს მიხეილ ბოცვაძე.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება