სახალხო დამცველმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა იზაბელა კასტროჯოვანიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმი ეფუძნება მხარეთა მრავალწლიან პარტნიორობას და მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებას, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, თანამშრომლობა მოიცავს ბავშვის უფლებების თემატური მონიტორინგის მხარდაჭერას, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერებას, ბავშვის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე კვლევის, ადვოკატირების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ერთობლივ საქმიანობას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვზე მორგებული და ინკლუზიური მიდგომების განვითარებასა და ბავშვის უფლებების დაცვის გაძლიერებას ქვეყანაში.

„მიმდინარე წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა 2026 წლის ერთობლივ სამუშაო გეგმასაც მოაწერეს ხელი. სამუშაო გეგმა წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტებსა და ღონისძიებებს განსაზღვრავს, ხოლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეთა პარტნიორობის უფრო ფართო და გრძელვადიან ჩარჩოს ქმნის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება