კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე - ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა

ამ ტიპის შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ევროპულ ქალაქებშიც, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევა, მთავარი დროული რეაგირებაა.

„გავიხსენებ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მთელ საქართველოს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რაც უკავშირდებოდა „იმერეთის“ 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს. ამ ტიპის შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ევროპულ ქალაქებშიც. რა შუაშია უუნარობა?! კარგია, რომ დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა.

სემეკ-ის სამუშაო ჯგუფში აცხადებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად