თენგიზ შარმანაშვილი - დილეტანტს ჰგონია, დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რომელიმე დიპლომატი ნაურუში უნდა ჩასულიყო და ისე ემუშავა - ჩვენ ვიმუშავეთ იმ ქვეყნებზე, ვისაც შეუძლია ნაურუზე გავლენის მოხდენა

ვიმუშავეთ ქვეყნებთან, ვისაც ნაურუზე გავლენის მოხდენა და მასთან დიალოგის წარმოება შეუძლია და ამის შედეგია ეს - დარჩა სამი ქვეყანა და საგარეო უწყება გააგრძელებს იმ ქვეყნებთან მუშაობას, ვისაც ამ სამ ქვეყანასთან ურთიერთობის ისე დალაგება შეუძლია, რომ საქართველოს ინტერესებიც იქნას გათვალისწინებული, - ამ განცხადებით ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას გამოეხმაურა.

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, დილეტანტიზმია იმაზე საუბარი, რომ საქართველოს საგარეო უწყება არაფერ შუაშია.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგიერთი დილეტანტი გამოვიდა და თქვა: - ეს ჩვენმა პარტნიორებმა უზრუნველყვეს და საქართველოს საგარეო უწყება არაფერ შუაშიაო. ძალიან დილეტანტი უნდა იყო, რომ ასე იფიქრო და საგარეო ურთიერთობები ასე წარმოიდგინო.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაურუზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენის საშუალება რომ ჰქონოდა, ამას 16 წლის წინ გააკეთებდა. რას ვიზამდით, ნაურუს დავემუქრებოდით, რომ მათ კუნძულს ავიამზიდს მივაყენებდით?! სწორი მიმართულება იყო ის, რომ ვისსაც შეეძლო მასზე ზემოქმედების მოხდენა, მათზე გვემუშავა და მათზე რომ მივუშავეთ იმის შედეგია ეს. იმ ქვეყნებზე რომ ვიმუშავეთ, ვისაც შეუძლია ნაურუზე გავლენის მოხდენა და მასთან დიალოგის წარმოება. ამის შედეგია ეს. დილეტანტს ჰგონია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რომელიმე დიპლომატი ნაურუში უნდა ჩასულიყო და ერთი-ერთზე ემუშავა. რა თქმა უნდა, ამას შედეგი არ ექნებოდა. ჩვენ რომ არ გვემუშავა, თვითონ დაიწყებდნენ ამაზე ზრუნვას?! - რა თქმა უნდა არ დაიწყებდნენ. ასე არ ხდება - ყველას თავისი პრობლემები და თავისი საკითხები აქვს მოსაგვარებელი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილმა დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივაზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობისთვის, მასთან ყველა საკითხის განხილვისა და ორმხრივი ინტერესების დაბალანსებისთვის ღიაა.

შარმანაშვილმა იმედი გამოვთქვა, რომ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებაში თავის წვლილს შეიტანს.

“ძალიან კარგად გვესმის, რომ ფუნდამენტურად დიდ ქვეყანასთან გვაქვს საქმე, მაგრამ საუბარია არა იმაზე, რომ მას ჩვენი აზრები მოვახვიოთ თავზე, არამედ ლაპარაკია იმაზე, რომ დიდ პარტნიორს თუნდაც ის მინიმალური სტანდარტები გავაგებინოთ, რაც ჩვენს გადარჩენას ეხება - კერძოდ, როგორ ვუყურებთ, რომ საქართველო ფიზიკურად გადარჩეს და ჩვენი იდენტობა არ იყოს შელახული. ყველა ამ საკითხზე ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს, რასაც ისინი ხმამაღლა აცხადებენ - ამბობენ, რომ სუვერენიტეტს მხარს უჭერენ და გამოგონილი ღირებულებები მათთვის მიუღებელია. ამ ჩარჩოებში თანამშრომლობისთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, აქედან რაღაც გამოვა. ამის ამერიკელებსაც რომ არ სჯეროდეთ, აქ არც სამუშაო ჯგუფებს გამოაგზავნიდნენ და არც სხვა ნაბიჯებს გადადგამდნენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“