სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.

„აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად