მიხეილ სარჯველაძე - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით ფინანსური საკითხი არასდროს განიხილებოდა, როგორც წინაღობა და რაიმე ბარიერი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით ფინანსური საკითხი არასდროს განიხილებოდა, როგორც წინაღობა და რაიმე ბარიერი.

მინისტრმა მედიასთან განმარტა, რომ “ჯივინოსტატი” “საკმაოდ ძვირადღირებული” მედიკამენტია.

“არასდროს ყოფილა ნათქვამი, რომ ფინანსური ბარიერი შეიძლება წარმოადგენდეს წინაღობას ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ცდილობდა ასე წარმოეჩინა, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნებოდა ჩვენს მიერ, რომ ფინანსური ფაქტორი არ განიხილებოდა, როგორც წინაღობა, დამაბრკოლებელი ფაქტორი ამ მედიკამენტის შეძენისთვის”, - განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რა უჯდება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენა სახელმწიფოს.

“რაც შეეხება საკითხს, რამდენი დაუჯდება სახელმწიფოს, მე ამაზე არ ვარ უფლებამოსილი, რომ პასუხი გაგცეთ. ამას ითვალისწინებს, მათ შორის ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც იქნა შეძენილი ეს მედიკამენტი, ასეა განსაზღვრული კანონმდებლობით, რომლითაც გათვალისწინებულია ინოვაციური მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ბევრ სხვა ევროპულ სახელმწიფოს გააჩნია. ამის მიხედვით გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის ყველა კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. ეს ვალდებულება ჩვენც აღებული გვაქვს, ასეთია მოთხოვნა, რომელიც მწარმოებელ კომპანიებს აქვთ. აქედან გამომდინარე, მე ამაზე უფლებამოსილი არ ვარ. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ იაფი წამალი ნამდვილად არ არის, ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ განიხილებოდა და არც განიხილებოდა ჩვენს მიერ, როგორც წინაღობა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ”ჯივინოსტატის” ის დოზა შემოვა ქვეყანაში, რაც აუცილებელი იქნება ყველა პაციენტის მომსახურებისთვის”.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად