კახა წიქარიშვილი „ჯივინოსტატის“ შეძენაზე - ეს ერთი დიდი გამარჯვება, გილოცავთ ბავშვებს, მშობლებს, მხარდამჭერებს, თუმცა ეს მედიკამენტი ყველა ბავშვზე არ ვრცელდება, ველოდებით მეორე წამალს

„ჯივინოსტატი“ ყველა ბავშვზე არ ვრცელდება, ველოდებით მეორე წამალს, რომელიც ყველაზე ვრცელდება, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება.

წიქარიშვილის თქმით, ბრძოლა გრძელდება.

“ეს ერთი დიდი გამარჯვებაა. გილოცავთ ბავშვებს, მშობლებს, მხარდამჭერებს და მთელ საქართველოს!

თუმცა, ეს მედიკამენტი ყველა ბავშვზე არ ვრცელდება. ველოდებით მეორე წამალს, რომელიც ყველაზე ვრცელდება. რამდენიმე დღე კიდევ დაველოდებით პროცესს მოთმინებით და იმედით.

ასევე, გენურ თერაპიაზეც გვაქვს იმედები....ჩამოსულია „ელევიდისის“ მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი.

მოკლედ ბრძოლა გრძელდება და გამარჯვებები გველოდება. მადლობა მხარდამჭერებო! თქვენი გვერდში დგომით გამოგვდის ყველაფერი!- წერს კახა წიქარიშვილი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს. მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „იტალფარმაკოსთან" ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამინისტრომ პრეპარატი მართული შესვლის შეთანხმების (MEA)მექანიზმით შეიძინა და მისი მოწოდება საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. მედიკამენტი განკუთვნილია გადაადგილების უნარის მქონე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად