ტოიოტა კავკასიამ რაჭაში სრულიად ახალი, მეცხრე თაობის Toyota Hilux-ისა და ისტორიაში პირველი ჰიბრიდული Toyota Land Cruiser 300-ის რეგიონული პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებაში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მედიის წარმომადგენლები, კონტენტ კრეატორები და ოფიციალური დილერები მონაწილეობდნენ. სტუმრები ახალი ავტომობილების ძირითად ტექნოლოგიურ და დიზაინერულ სიახლეებს გაეცნენ, შემდეგ კი ახალი მოდელების შესაძლებლობები რაჭის განსხვავებულ გზებსა და პირობებში თავად გამოცადეს.

რაჭის მრავალფეროვანი რელიეფი ახალი მოდელების გამოცდისთვის განსაკუთრებით საინტერესო გარემოს ქმნიდა. ტესტ-დრაივის მარშრუტი მოიცავდა როგორც ასფალტიან და გრუნტიან გზებს, ისე შედარებით რთულ უგზოობის მონაკვეთებს, რამაც სტუმრებს საშუალება მისცა, შეეფასებინათ ავტომობილების დინამიკა, მართვადობა, კომფორტი და გამავლობა.
ღონისძიების პირველი დღე მონაწილეების რაჭაში ჩასვლასა და ახალი მოდელების პრეზენტაციას დაეთმო. სტუმრებს სრულიად ახალი Toyota Hilux-ისა და Land Cruiser 300 Hybrid-ის შექმნის კონცეფცია, მთავარი ტექნიკური მახასიათებლები და წინა მოდელებთან შედარებით განხორციელებული ცვლილებები გააცნეს.

პრეზენტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ორივე ავტომობილი ტოიოტასთვის დამახასიათებელ საიმედოობასა და გამძლეობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, განახლებულ დიზაინსა და გაუმჯობესებულ კომფორტთან აერთიანებს.
სრულიად ახალი, მეცხრე თაობის Toyota Hilux ვიზუალურად მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედისგან. მოდელს უფრო მკაფიო და მძლავრი დიზაინი, განახლებული ინტერიერი და თანამედროვე მულტიმედიური სისტემები აქვს. ამასთან, ავტომობილი ინარჩუნებს იმ ძირითად თვისებებს, რომლებმაც Hilux ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საიმედო პიკაპად აქცია.

ახალ მოდელში გაუმჯობესებულია საკიდარი, მართვის კომფორტი და რთულ რელიეფზე გადაადგილების შესაძლებლობები.
Land Cruiser 300 Hybrid კი მოდელის ისტორიაში ახალ ეტაპს ქმნის. ეს Land Cruiser 300-ის პირველი ჰიბრიდული ვერსიაა, რომელიც 3,5-ლიტრიან V6 Twin-Turbo ბენზინის ძრავას და ელექტრომოტორს აერთიანებს.

ჰიბრიდული სისტემის საერთო სიმძლავრე 464 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 790 ნიუტონმეტრს შეადგენს. შედეგად, Land Cruiser 300 Hybrid მოდელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და დინამიკური ვერსიაა. ამასთან, ის Land Cruiser-ისთვის დამახასიათებელ გამავლობას, კომფორტსა და საიმედოობას ინარჩუნებს.
ღონისძიების მეორე დღე მთლიანად ტესტ-დრაივსა და გადაღებებს დაეთმო. მარშრუტი უწერადან დაიწყო, ამბროლაურის აეროპორტისა და სოფელ თლუღის გავლით გაგრძელდა და ცივწყალაში დასრულდა.

ტესტ-დრაივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამბროლაურის აეროპორტში გაიმართა. აეროპორტის 402-მეტრიან მონაკვეთზე მონაწილეებმა Land Cruiser 300-ის ჰიბრიდული და ბენზინის ვერსიები შეადარეს. გამოცდისას მკაფიოდ გამოჩნდა ჰიბრიდული ვერსიის უპირატესობა აჩქარებასა და აქსელერატორზე რეაგირებაში.
ტესტ-დრაივის ბოლო ნაწილი უგზოობის მონაკვეთს მოიცავდა. რთულ რელიეფზე განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა Toyota Hilux-ისა და Land Cruiser 300 Hybrid-ის გამავლობა და დაბრკოლებების გადალახვის შესაძლებლობები.

ღონისძიება საერთო ვახშმითა და თავისუფალი პროგრამით დასრულდა. მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში არა მხოლოდ ახალი მოდელების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობები რეალურ პირობებში თავად შეაფასეს.
რაჭაში გამართულმა პრეზენტაციამ ნათლად აჩვენა, რომ სრულიად ახალ Toyota Hilux-სა და Land Cruiser 300 Hybrid-ს, განსხვავებული დანიშნულების მიუხედავად, საერთო ღირებულებები აერთიანებთ - გამძლეობა, საიმედოობა, მაღალი გამავლობა და თანამედროვე ტექნოლოგიები.

Toyota Hilux ახალ დიზაინსა და გაუმჯობესებულ კომფორტს პიკაპისთვის დამახასიათებელ პრაქტიკულობას უთავსებს, ხოლო Land Cruiser 300 Hybrid ლეგენდარული მოდელის შესაძლებლობებს მეტი სიმძლავრითა და ჰიბრიდული ტექნოლოგიით აფართოებს.
ორივე ავტომობილი უკვე ხელმისაწვდომია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან - ტოიოტა ცენტრი თბილისში, ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და ტოიოტა ცენტრი ბათუმში.
(R)