ურსულა ფონ დერ ლაიენი - სეუტადან გავრცელებული კადრები მიუღებელია - ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში წესების დაუცველად შემოვიდეს

სეუტადან გავრცელებული კადრები მიუღებელია. ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში ჩვენი წესების დაუცველად შემოვიდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საზღვრის სახიფათო გადაკვეთის მცდელობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„ადამიანთა კონტრაბანდით დაკავებული ქსელები უნდა დაიშალოს. დაბრუნება სწრაფი უნდა იყოს, როგორც ამის საშუალებას ჩვენი წესები იძლევა. ორ კომისარს დავავალე სიტუაციის კონტროლის მხარდაჭერა“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ევროკავშირის კომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში მაგნუს ბრუნერი უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს ესპანეთთან და მზადაა კრიტიკულ წერტილებში გაემგზავროს. ის იმუშავებს ესპანეთისთვის დამატებითი ოპერატიული მხარდაჭერის საკითხებზე, მათ შორის Frontex-ის მეშვეობით. ევროკომისარი ხმელთაშუა ზღვისა და დემოგრაფიის საკითხებში დუბრავკა შუიცა კონტაქტზეა თავის მაროკოელ კოლეგასთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ მაროკოსთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა კონკრეტული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ესპანეთი ჯარებს აგზავნის ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ანკლავ სეუტაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს ათასობით მიგრანტი მაროკოდან ამ ტერიტორიაზე ზღვის საშუალებით შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სეუტაში ჩასვლის მცდელობისას სულ მცირე 18 ადამიანი დაიხრჩო.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში