ფრიდრიხ მერცი - მივესალმები ესპანეთის განზრახვას, არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების შესვლა ევროპის კონტინენტზე - მაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეასრულებს ვალდებულებას

ესპანეთს სურს და სჭირდება, რომ სეუტაში არსებული სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად კონტროლს დაექვემდებაროს. ამიტომ, მივესალმები ესპანეთის განზრახვას, არ დაუშვას არალეგალი მიგრანტების შესვლა ევროპის კონტინენტზე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისთვის უმნიშვნელოვანესია.

„მაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეასრულებს ამ ვალდებულებას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კონტაქტზე ვართ ესპანეთის მთავრობასთან“, - აცხადებს მერცი.

მისი თქმით, ელის, რომ მაროკო დაუყოვნებლივ მიიღებს არალეგალ მიგრანტებს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება