საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობაში მორიგი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ გვამცნო.
სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძეს ეკავა, სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება. ასევე გაუქმდება საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო. მისი მინისტრი გულედანი ინფრასტრუქტურის მოადგილის პოსტს დაიკავებს.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, რომელიც 8 თვე უშიშროების ხელმძღვანელობდა და გენერალ- მაიორის წოდებაც კი ჰქონდა მინიჭებული, შემდეგ მას 3 თვე სახელმწიფო მინისტრის პოსტზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირება ევალებოდა ვიცე-პრემიერის რანგში.
პრემიერისვე თქმით, შეიქმნება რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღავნელებს ისევ ვიცე-პრემიერის რანგში.
მთავრობაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს ზოგი „პროვინციულ ვოდევილად“, ზოგიც „ოცნების“ მორიგ „ტაკი მასხარაობად“, ზოგი კი პრემიერ კობახიძის „სახის შენარჩუნებად“ აფასებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობაში მორიგ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს?
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მდინარაძის სტაბილური ადგილის მოძებნა გაჭირდა?
- „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით, რეგიონებში სახელმწიფო მმართველობა მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელდება". - ასეთი კომენტარი გაუკეთა ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა, სუსის ყოფილი უფროსის, გენერალ - მაიორ, როგორ აქვს ეს წოდება მიღებული, ეს კიდევ სხვა საკითხია, მამუკა მდინარაძის რეგიონული განვითარების სახელმწიფო მინისტრად დანიშვნას.
ის რომ ჩვენი კონსტიტუციით რეგიონებში სახელმწიფო მმართველობა კი არ გვაქვს, როგორც ეს ავტორიტარულ და დიქტატორულ ქვეყნებშია, არამედ გვაქვს თვითმმართველობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც არის ხელისუფლების დამოუკიდებელი ორგანო, არ იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში, თავად წყვეტს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, რომ მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს, რაც არ უნდა მაგარი სახელმწიფო მინისტრი იყოს და ა.შ.
ეს „დეტალები“ რა თქმა უნდა ბატონ მახაშვილს და მის თანამოაზრეებს არ აინტერესებთ, ან შეიძლება არც იციან და უბრალოდ ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებადი დემოკრატია მაშინაა, როცა თბილისში ისინი და მათი უფროსები დააცემინებენ და საქართველოს ყველა სოფელში და ქალაქში ერთხმად უნდა დაიძახებენ „ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ჩვენო ბატონებოო“, აი ვინაც ამას არ ეთანხმება , იმას კი ...
როგორც ჩანს „ასეთი ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის“ ეფექტურად გასატარებლად შეიქმნა ეს სტრუქტურა და იმიტომაც ჩაუყენეს მას სათავეში მთელი გენერალ მაიორი კაცი, ჯერ სუსის უფროსი, მერე მთავრობაში ძალოვანი უწყებების კოოორდინატორი, რომელიც ამ უზარმაზარი "პოზიტიური" გამოცდილებით შეუდგება ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო ვერტიკალის გამყარებას, რასაც კოლექტიური მახაშვილების ენაზე „სახელმწიფო მმართველობის მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელება“ ჰქვია!
ვქმნით ახალ ინსტიტუციას რეგიონული განვითარებისათვის, ოღონდ ამ სფეროში პოლიტიკის გატარების მექანიზმებს სხვა სამინისტროში ვტოვებთ. გენიალური მიგნებაა! ეს დაახლეობით იგივეა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გქონდეს, ოღონდ დიპლომატიური საქმინობის განხორცილებისთვის აუცილებელი დაწესებულებები, საელჩოები, სხვა უწყებას დაუქვემდებარო!
ასე რომ ბატონ მდინარაძეს მშვენიერი ადგილი და ფუნქცია უშოვეს მისი შრომითი გამოცდილების და სტაჟის ეფექტურად გამოსაყენებლად.
ამ სისტემაში აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ კითხვა არავის გაუჩნდა, ერთი წლის წინ თუკი რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალკე გამოვყავით, ან იმ სამინისტრომ რა გააკეთა, ან რა ვერ გააკეთა, რა ფული დახარჯა და რისთვის, რამდენად ეფექტიანად, რატომ გახდა მისი ჩანაცვლება საჭირო სახელმწიფო მინისტრის აპარატით, რომელსაც წესით სრულფასოვანი სამინისტროსგან გასხვავებით, რეგ. განვითარების პოლიტიკის შემუშავება-გატარებისათვის ნაკლები შესაძლებლობები აქვს, სინამდვილეში ეს საკითხები ხომ არავის აინტერესებს.
ამ სტრუქტურის შექმნის პოცესში თავად რეგიონების განვითარების საჭიროებები რომ პრიორიტეტული საკითხი სულაც არ არის, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ რეგიონული განვითარებისთვის იქმნება სპეციალური უწყება, სახელწმიფო მინისტრის აპარატი, ოღონდ რეგ.განვითარების პოლიტიკის შესამუშავებლად და განსახორციელებლად სახელმწიფოს ხელში არსებული მთავარი ინსტრუმენტები, „რეგიონული განვითარების“ და „მუნიციპალური განვითარების“ ფონდები, რომლებითაც ფინანსდება რეგიონებში განსახორცილებელი პროგრამა - პროექტები და შესაბამისად, რეგიონული განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ფინანსები სხვა უწყების, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განკარგულებაში რჩება.
ანუ, ვქმნით ახალ ინსტიტუციას რეგიონული განვითარებისათვის, ოღონდ ამ სფეროში პოლიტიკის გატარების მექანიზმებს სხვა სამინისტროში ვტოვებთ. გენიალური მიგნებაა! ეს დაახლეობით იგივეა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გქონდეს, ოღონდ დიპლომატიური საქმინობის განხორცილებისთვის აუცილებელი დაწესებულებები, საელჩოები, სხვა უწყებას დაუქვემდებარო!
- კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძე გადადგა. ეს ამბავი სოციალურ ქსელში უკვე ექს-მინისტრმა სოციალური ქსელის საშუალებით შეგვატყობინა. მისივე თქმით, მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და პრემიერ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციების გავლის შემდეგ.
ამ თემაზეც ბევრი მოსაზრება იქნა გამოთქმული. მომხდარი ბევრმა სსრკ-ს დროს არსებულ პრაქტიკა გაახსენა. ზოგმა ისიც კი თქვა, რომ მთავრობის წევრები პრემიერთან, ან ივანიშვილთან არიან ანგარიშვალდებული და არა ხალხთანო და ასე შემდეგ.
ამ ისტორიაში უცნაური კიდევ ისაა, რომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად აუტის საკითხებში მინისტრის მოადგილე დაინიშნა.
თქვენ როგორ აღიქვით ქალბატონ თინათინ რუხაძის თანამდებობიდან წასვლა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე საუბრობდა საჯაროდ?
- „განთავისუფლებულია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“, ეს ფორმულირება იყო საბჭოთა, კომუნისტური ტოტალიტარული მმართველობის პოლიტიკური კულტურის ნაწილი და სსრკს-ში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი მეცნიერების, სოვეტოლოგებისთვის კარგად ნაცნობი ტერმინი.
იცით სსრკ-ში ამ ფორმულირებით თანამდებობიდან ვინ განთავისუფლდნენ? სკკპ გენერალური მდივანი ხრუშჩოვი, მთავრობის თავმჯდომარეები, კოსიგინი და ტიხონოვი, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პოდგორნი და ა.შ. ქვედა დონეებზე არაფერს დავწერ. თუკი ვიღაცის უხმაუროდ მოშორება უნდოდათ, ისეთის, რომელზეც იცოდნენ, რომ ხმის ამომღები არ იყო, სწორედ ასეთი ფორმულირებით უშვებდნენ.
რაღა დაგიმალოთ და ამ ქალბატონის მინისტრობის სტილიდან და მის მიერ დამსახურებული „ავტორიტეტიდან“ გამომდინარე ასეთ ხალხთან ერთ კამპანიაში მოხვედრა ქალბატონ რუხაძეს ძალიან შეეფერება.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია ამდენი დაპატიმრებული, უფლება აყრილი და ფაქტობრივად დისიდენტი კულტურის სფეროს წარმომადგენელი. ამ დროს კულტურის მინისტრი, თავის საბჭოთა წინამორბედების „საუკეთესო ტრადიციების“ გაგრძელებით ახალგაზრდა ხელოვანების მიმართ მიმდინარე რეპრესიების ფონზე აბსოლუტურად უგრძნობლად და უდრტვინველად ემსახურებოდა პარტიას და მთავრობას.
თითქოს, ამ სფეროში არც არაფერი ექსტრაორდინარული არ ხდება! თითქოს, ჩვენს თვალწინ ახალგაზრდა ხელოვანების მიმართ არ ტარდებოდა რეპრესიული პოლიტიკა, მათ პოლიტიკურ პოზიციების გამო არ უნგრევდნენ კარიერას, სამსახურებიდან არ ყრიდნენ ან წასვლას არ აიძულებდნენ, პოლიტიკური პოზიციის გამო არ ისჯებოდნენ მთელი მხატვრული კოლექტივები.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია ამდენი დაპატიმრებული, უფლება აყრილი და ფაქტობრივად დისიდენტი კულტურის სფეროს წარმომადგენელი. ამ დროს კულტურის მინისტრი, თავის საბჭოთა წინამორბედების „საუკეთესო ტრადიციების“ გაგრძელებით ახალგაზრდა ხელოვანების მიმართ მიმდინარე რეპრესიების ფონზე აბსოლუტურად უგრძნობლად და უდრტვინველად ემსახურებოდა პარტიას და მთავრობას
ქალბატონი მინისტრი ყველაფერ ამას ნერვის აუტოკებლად აკეთებდა. ფაქტობრივად, ის იყო პარტიის „ოდეერი“ კულტურის სფეროში. მე არ მახსოვს, კულტურის მინისტრი, რომელიც საქართველოში ასე უპრინციპოდ და სამარცხვინოდ იქცეოდა.
რა იყო ქალბატონი მინისტრის მოულოდნელად გაშვების მიზეზი?
ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, როცა აგერ ახლა, გადადგომამდე ხუთი დღით ადრე, 23 ივლის ამ ქალბატონმა ჟურნალისტები სამინისტროში მიიწვია და ვრცლად ესაუბრა მისი უწყების სამომავლო გეგმებზე, ქალბატონ რუხაძეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო მინისტრობიდან წასვლის სურვილი არ გაუმჟღავნებია. ყოველ შემთხვევაში, ეს ჟურნალისტებმა ნამდვილად ვერ შეამჩნიეს.
ქალბატონი მინისტრი გამოიყენეს, გააკეთებინეს „შავი საქმე“ და მერე ალბათ გადაწყვიტეს, მოდი რა, ახლა ახალი ცოცხი გვჭირდება და სხვა დავნიშნოთო. შეიძლება „უფროსებმა“ დილით ასეთ ხასიათზე გაიღვიძეს, შეიძლება წინა ღამეს ისაუბრეს ამ თემაზე რამდენიმე კაცმა.
ქალბატონი მინისტრი გამოიყენეს, გააკეთებინეს „შავი საქმე“ და მერე ალბათ გადაწყვიტეს, მოდი რა, ახლა ახალი ცოცხი გვჭირდება და სხვა დავნიშნოთო. შეიძლება „უფროსებმა“ დილით ასეთ ხასიათზე გაიღვიძეს, შეიძლება წინა ღამეს ისაუბრეს ამ თემაზე რამდენიმე კაცმა
რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ამ მინისტრის გაშვებას ვერენაირი გართულება ვერ მოყვება. კაცი არ არის ვინც გამოესარჩლება, განსხვავებით იმ მწერლებისგან, მსახიობებისგან თუ ხელოვნების სფეროს სხვა მუშაკებისგან, ვინც მისი მინისტრობის დროს გატარებული რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.
ესაა, ჩემი აზრით, რაც მოხდა. ღმერთმა იმ სიკეთით აცხოვროს ქალბატონი რუხაძე, რაც მან გამოიჩინა თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდა ხელოვანების მიმართ!
- მთავრობაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებეზე სასაუბროდ თქვენ იმიტომაც დაგიკავშირდით რომ იყო დრო მთავრობის კანცელარიაში თქვენ რეგიონულ პოლიტიკის საკითხების გადაწყევტაში აქტიურად იყავით ჩართული.
გვახსოვს ასევე ისიც, რომ თქვენ და იმდროინდელ „ქართულ ოცნებაში“ შემავალ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მხარს უჭერდით თვითმმართველობებისათვის მეტი ფუნქციების გადაცემას, ასევე მათთვის კუთვნილი ქონების განსაზღვრას და ადგილობრივი ორგანოების გაძლიერებას.
თავიდან, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც ეს უნდოდა, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რომ მათ მთელი ქვეყნის თბილისიდან, მკაცრი „ძლიერი ხელით“ ვერტიკალური მართვა არჩიეს. იმედი მაქვს, „ინტერპრესნიუსის“ მკითხველს ამ თემაზე ახსოვს თქვენი კვალიფიციური და საქმის ცოდნით გამოთქმული მოსაზრებები.
კარგი იქნება თუ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას, რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცმებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაძლიერებაზე?
რადგან მამუკა მდინარაძე რეგიონალური პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, თქვენი დაკვირვებით, რეგიონებთან მიმართებაში, სავარაუდოდ, როგორი იქნება რეგიონების საკითხებში მისი პოლიტიკა?
- ყველას ესმის რისთვის იქმნება ეს სტრუქტურა და რატომ ინიშნება მის უფროსად „ქართული ოცნების“ სწორედ ის მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელსაც, სანამ პარლამენტარი გახდებოდა, თავისი ცხოვრების განმავლობაში ამა თუ იმ ფორმით მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებთან ჰქონდა შეხება.
ბატონი მამუკას ფუნქცია არ იქნება საქართველოს რეგიონების ეკონომიკური უთანაბრობის დაძლევა და/ან ე.წ. ჯინის ინდექსით, რომელიც ზომავს რეგიონების განვითარების დისბალანს ქვეყანაში, არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ცნობისათვის, ჩვენ ამ მონაცემით ევროპაში ლამის ბოლო ადგილზე ვართ. ეს არის საქართველოს წინა და ახლანდელი ხელისუფლებების „წარმატებული რეგიონული პოლიტიკის“ ყველაზე ნათელი დადასტურება.
ბატონი მამუკას ფუნქცია არ იქნება საქართველოს რეგიონების ეკონომიკური უთანაბრობის დაძლევა და/ან ე.წ. ჯინის ინდექსით, რომელიც ზომავს რეგიონების განვითარების დისბალანს ქვეყანაში, არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ცნობისათვის, ჩვენ ამ მონაცემით ევროპაში ლამის ბოლო ადგილზე ვართ. ეს არის საქართველოს წინა და ახლანდელი ხელისუფლებების „წარმატებული რეგიონული პოლიტიკის“ ყველაზე ნათელი დადასტურება
რეგიონალური განვითარების ახალ სახელმწიფო მინისტრს სხვა საქმეები ექნება: ესაა რეგიონებში ხელისუფლების მიმართ ლოიალურობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა, მომავალი არჩევნებისთვის პოლიტიკური ველის მოსუფთავება, მმართველობის სისტემის აბსოლუტური ცენტრალიზაცია, ადგილობრივი ხელისუფლების სრულ მორჩილებაში ყოფნა, ახლა ხომ არიან, მაგრამ ამაზე კიდევ მეტი უნდათ!, და მმართველი გუნდის საარჩევნო მანქანაში ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალურად ეფექტურად ინტეგრირება!
ჰოდა თუ არ იცოდით, რომ როგორ ხდება რეგიონების განვითარება, ახლა გეცოდინებათ! ვინც კარგად მოიქცევა იმას მისცემენ ფულს, ვინც არა, მათი „ცხოვრების განვითარებაზე“ იზრუნებენ ბატონ მამუკასთან დაახლოებული სტრუქტურები და აღარ უნდა ამას დიდი ფილოსოფია!
ზოგადად, სანამ ქართველ პოლიტიკოსებს, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაა თუ ოპოზიცია, და საზოგადოების დიდ ნაწილსაც, რეგიონული განვითარება ასე ესმით, რომ თბილისში მჯდომმა ჩინოვნიკმა თუ პოლიტიკოსმა უკეთ იცის რა ჭირდება წალენჯიხელს, ადიგინელს, ქედელს, ლაგოდეხელს და ა.შ. ჩვენ ქვეყანას არაფერი ეშველება.
სანამ ქართველ პოლიტიკოსებს, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაა თუ ოპოზიცია, და საზოგადოების დიდ ნაწილსაც, რეგიონული განვითარება ასე ესმით, რომ თბილისში მჯდომმა ჩინოვნიკმა თუ პოლიტიკოსმა უკეთ იცის რა ჭირდება წალენჯიხელს, ადიგინელს, ქედელს, ლაგოდეხელს და ა.შ. ჩვენ ქვეყანას არაფერი ეშველება
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპამ გააცნობიერა, რომ ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ძალაუფლების კონცენტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებაში. ეს არის ის იარაღი, რომელსაც ავტორიტარული მმართველები იყენებენ საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად და მოქალაქის დასამორჩილებლად.
შესაბამისად, ავტორიტარიზმი პირველ რიგში ერჩის თვითმმარველობას, რადგან ის ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ძალაუფლებისა და მოქალაქეთა ორგანიზებული ძალის საფუძველია. ის ანგრევს ერთმმართველობითი სისტემის ფუნდამენტს და ხელს უშლის მოქალაქეებზე ტოტალური კონტროლის დამკვიდრებას.
ავტორიტარიზმი პირველ რიგში ერჩის თვითმმარველობას, რადგან ის ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ძალაუფლებისა და მოქალაქეთა ორგანიზებული ძალის საფუძველია. ის ანგრევს ერთმმართველობითი სისტემის ფუნდამენტს და ხელს უშლის მოქალაქეებზე ტოტალური კონტროლის დამკვიდრებას
ავტორიტარული მმართველობის სისტემის შესაქმნელად, რომელიც აუცილებელი პირობაა ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დასარჩენად, უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონის, ქალაქის, სოფლის, თუ მოქალაქის განვითარება სრულად იყოს დამოკიდებული მმართველი ძალის მიმართ ლოიალურობასა და უსიტყვო მორჩილებაზე.
სოფელში გარე განათება გჭირდება, ფული მთავრობამ უნდა გამოგიყოს, გზა გინდა? - მაგის ფინანსებიც მთავრობამ, სოციალური დახმარება გჭირდება? - ესეც მთავრობა, ფერმერი ან ბიზნესმენი ხარ და განვითარებისთვის მხარდამჭერი პროგრამა გჭირდება - ეს ყველაფერიც მთავრობის ხელშია.
რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი - ესეც მთავრობის ფულით უნდა არსებობდეს. კულტურის და სპორტის სამინისტროს დაფინანსებული პროგრამებით უნდა იფუნქციონირონ თეატრებმა, ანსამბლებმა, ფესტივალებმა, გასტროლებმა, კლუბებმა, ტურნირებმა, შეკრებებმა და ნებისმიერი სხვა ტიპის კულტურულმა და სპორტული ღონისძიებებმა. სკოლა, მასწავლებელი, უნივერსიტეტში სწვალის დაფინანსება, ესეც ცენტრალური ხელისუფლებაა. ესაა სისტემა რომლითაც იმართება საქართველო!
ავტორიტარული მმართველობის სისტემის შესაქმნელად, რომელიც აუცილებელი პირობაა ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დასარჩენად, უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონის, ქალაქის, სოფლის, თუ მოქალაქის განვითარება სრულად იყოს დამოკიდებული მმართველი ძალის მიმართ ლოიალურობასა და უსიტყვო მორჩილებაზე
ოღონდ ამ სისტემაში შენ ყველაფერს ამას მიიღებ, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ იქნები ლოიალური. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შენ იქნები ლუზერი, ვერაფერს ვერ მიაღწევ და რაც დაგრჩება, ეს ან ქვეყნიდან წასვლა, ან საყვარელ საქმეზე უარის თქმაა.
ამრიგად, თუ შენ გსურს ადამიანი მორჩილებაში ამყოფო, მას უნდა წაართვა თავისუფლად განვითარების საშუალება. რაც უფრო მეტად არის ნებისმიერ სფეროში მოქალაქის მიერ პირადი წარმატების მიღწევა დამოკიდებული ხელისუფლების მიმართ ლოიალურობაზე, მოქალაქისათვის სახელმწიფოში არსებული ნებისმიერი სოციალური ლიფტის ამუშავება მის მიმართ მმართველი პარტიის სხვადასხვა დონის ხელმძღვანელების კეთილგანწყობაზე, მმართველ პარტიას მოსახლეობის დამორჩილების და არჩევნებზე ადმინისტრაციიული რესურსის გამოყენებით გამარჯვების მეტი შესაძლებლობა აქვს.
ცივილიზებულ სამყაროში ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებები გადანაწილებულია ხელისუფლების დონეებს შორის - თვითმმართველობის პირველი და მეორე დონე, რეგიონი, ცენტრალური ხელისუფლება, რაც გამორიცხავს ქვეყანაში არსებული ფინანსური და ქონებრივი რესურსების, სხვადასხვა პროგრამების განკარგვას ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მიერ.
მრავალპარტიული დემოკრატიის პირობებში, ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გამარჯვებას. ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილება, ქონება და ფინანსები გადანაწილებულია, რათა მთავრობაში მყოფმა პოლიტიკური პარტიის ხელში არ აღმოჩნდეს იმდენი ძალაუფლება კონცენტრირებული, რომ მან შეძლოს და მასზე დამოკიდებული გახადოს მოქალაქის ცხოვრება.
მრავალპარტიული დემოკრატიის პირობებში, ვერც ერთი პარტია ვერ ახერხებს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში გამარჯვებას. ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილება, ქონება და ფინანსები გადანაწილებულია, რათა მთავრობაში მყოფმა პოლიტიკური პარტიის ხელში არ აღმოჩნდეს იმდენი ძალაუფლება კონცენტრირებული, რომ მან შეძლოს და მასზე დამოკიდებული გახადოს მოქალაქის ცხოვრება
პირიქით სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მოქალაქეების პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში 90%-ზე მეტი მუნიციპალიტეტებში წყდება. ეს სისტემა იცავს მოქალაქეს მის ცხოვრებაზე ცენტრალური ხელისუფლების გადაჭრაბებული გავლენისგან და საშუალებას არ აძლევს არც ერთი დონის ხელისუფლებას და მასში მყოფ პარტიას მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია.
ამიტომ ითვლება დღევანდელ პოლიტიკურ თეორიაში დეცენტრალიზაცია და განვითარებული თვითმმართველობა, ცენტრალურ დონეზე ძალაუფლების დანაწილებასთან ერთად, დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ და უმთავრეს ნიშნად.
სწორედ აბსოლუტური ძალაუფლებისკენ მანიაკალური სწრაფვის, ადამიანების ცხოვრების ყველა სფეროს გაკონტროლების და მოქალაქეების დამორჩილების ახლა არსებული სისტემის შესაქმნელად მოსპო წინა ხელისუფლებამ თვითმმართველობა, ხოლო ამ ხელისუფლებამ კი უარი თქვა ამ სფეროში დაანონსებული რეფორმის ჩატარებაზე.
აბსოლუტური ძალაუფლებისკენ მანიაკალური სწრაფვის, ადამიანების ცხოვრების ყველა სფეროს გაკონტროლების და მოქალაქეების დამორჩილების ახლა არსებული სისტემის შესაქმნელად მოსპო წინა ხელისუფლებამ თვითმმართველობა, ხოლო ამ ხელისუფლებამ კი უარი თქვა ამ სფეროში დაანონსებული რეფორმის ჩატარებაზე
- ორიოდ დღის წინ MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა „ეროვნული თაობა“ დააფუძნა, რომელიც
- მე მგონი ეს მუდმივი მითქმა მოთქმები მამუკა მდინარაძის ჩამოლაბორანტების შესახებ, ცოტა გაზვიადებულია. მდინარაძეს ჩააბარეს უმნიშვნელოვანესი და იდეაში ძალიან დიდი გავლენების მქონე თანამდებობა. იდეაში იმიტომ, რომ სახელმწიფო მინისტრი, თუნდაც ადმინისტრაციული თვალსაზრისით პრემიერ მინისტრზე ძალიან დამოკიდებული ფიგურაა, მაგრამ ეს ასე იყო მაშინაც, როცა მდინარაძე ძალოვნებს კურირებდა. ასე რომ, არ მგონია მისი გავლენა შემცირებულიყოს, პირიქით შეიძლება გაიზარდა კიდეც.
მდინარაძეს ჩააბარეს უმნიშვნელოვანესი და იდეაში ძალიან დიდი გავლენების მქონე თანამდებობა. იდეაში იმიტომ, რომ სახელმწიფო მინისტრი, თუნდაც ადმინისტრაციული თვალსაზრისით პრემიერ მინისტრზე ძალიან დამოკიდებული ფიგურაა, მაგრამ ეს ასე იყო მაშინაც, როცა მდინარაძე ძალოვნებს კურირებდა. ასე რომ, არ მგონია მისი გავლენა შემცირებულიყოს, პირიქით შეიძლება გაიზარდა კიდეც
რაც შეეხება ქართველიშვილის და კიდეც რამდენიმე ადამიანის მიერ „სიწმინდეების დამცველი“ ჯგუფების შექმნას, გუშინაც გამოცხადდა მგონი კიდევ ერთი, იმათი მიზანი, ვინც ამ ხალხის უკან დგას, საზოგადოებაში შიშის დათესვაა.
ასეთი მოძალადე ჯგუფები მეტნაკლები ინტენსიობით და სხვადასხვა იდეოლოგიური მოტივებით საქართველოში ყველა ხელისუფლების დროს იქმნებოდა მხოლოდ ძალოვანების მხარდაჭერით, შესაბამისად, ისინი ეგრევე ორთქლდებოდნენ, როცა შსს-ს და სპეცსამასხურების მხარდაჭერა ქრებოდა.
როგორც წესი, ხელისუფლება საზოგადოების დაშინების ამ მეთოდს მიმართავდა, როცა თავს არცთუ ისე ძლიერად გრძნობდა და იმედი ჰქონდა, რომ მის მიმართ არსებულ უკმაყოფილებას დაშინებით გაანეიტრალებდა.
ივანიშვილს თუ ასეთი ჯგუფების შექმნა მართლა აწუხებს, მას ერთ საათში შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა, გაესაუბროს სუს-ს და შსს-ს, მეორე წუთში ე.წ. „სიწმინდეების დამცველების“ კვალსაც ვერავინ ნახავს.
ასეთი მოძალადე ჯგუფები მეტნაკლები ინტენსიობით და სხვადასხვა იდეოლოგიური მოტივებით საქართველოში ყველა ხელისუფლების დროს იქმნებოდა მხოლოდ ძალოვანების მხარდაჭერით, შესაბამისად, ისინი ეგრევე ორთქლდებოდნენ, როცა შსს-ს და სპეცსამასხურების მხარდაჭერა ქრებოდა... როგორც წესი, ხელისუფლება საზოგადოების დაშინების ამ მეთოდს მიმართავდა, როცა თავს არცთუ ისე ძლიერად გრძნობდა და იმედი ჰქონდა, რომ მის მიმართ არსებულ უკმაყოფილებას დაშინებით გაანეიტრალებდა
ჰო კიდევ, თუკი ქართულ ტრადიციების დაცვაზეა საუბარი, ნამდვილი ქართველი მამაკაცისთვის ისტორიულად არაფერი იყო ისეთი არატრადიციული და ამაზრზენი, როგორც რამდენიმე კაცის მიერ ერთ ახალგაზრდა კაცის ცემა, თანაც მეუღლესთან ერთად მყოფის!
ეს ამ ქვეყენაში არა უბრალოდ სირცხვილად, არამედ ძალიან საძრახის საქციელად ითვლებოდა. ოღონდ, ამ ხალხს, „ტრადიციების დამცველი“ კიდევ ერთი დეპუტატის, ქალბატონი ნინო წილოსანის ჩათვლით, ნამდვილი ქართული ტრადიციების დაახლოებით ისე გაეგებათ, როგორც უმაღლესი მატემატიკის ან ბირთვული ფიზიკის.
- კარგა ხანია ქვეყანაში მთლად ნორმალური ვითარება რომ არაა, ვხედავთ. არ ვგულისხმობ ამ თემის ეკონომიკურ შემადგენელს.
თუმცა, ამას წინათ გაიგებარი მიზეზით ლამის მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა და ის რაც ყულევის „ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით მოხდა, იგულისხმება ევროპულ სანქციებში მისი მოხვედრა, ცალკე სასაუბრო თემაა.
როგორც გაირკვა, ეს „საწარმო“ რუსულ ნავთობს ქართულ ნავთობად ასაღებს და ყიდის და ასე ეხმარება სანქციების ქვეშ მყოფ რუსეთს არ მოაკლდეს აშშ დოლარები და აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ქართულ პოლიტიკურ ველზე რომ საკმაოდ არასასურველი მდგომარეობა გვაქვს, ვხედავთ. იგულისხმება ხელისუფლების ბრძოლა ოპოზიციურად განწყობილი აქტიური ადამიანების მიმართ.
უამრავი ადამიანია ციხეში პოლიტიკური ნიშნით მოხვედრილი. იმდენად გამკაცრებულია კანონმდებლობა რომ ახლა ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა.
მმართველი გუნდი მხოლოდ იმათთან შედის ურთიერთობაში, ვინც მის მიმართ გარკვეულ წილად ლოიალურია. რჩება შთაბეჭდილება, რომ დანარჩენი საზოგადოება და მოქალაქეები მას არც აინტერესებს. არადა, ფაქტია, ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. ვხედავთ, რომ ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს შორის ურთიერთობა ქრონიკულად მუდმივად კონფრონტაციულია.
ზოგი ამბობს, რომ ხელისუფლება ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს საზოგადოების დამორჩილებას, ზოგიც ამტკიცებს რომ ხელისუფლების ავტორიტარიზმი ჯერჯერობით რბილი დიქტატურის ფორმატში მოქმედებს, ზოგს იმედია აქვს რომ ეს ყველაფერი დროებითია და ესეც გაივლის.
თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, თუ რა პირობებში უწევს ცხოვრება ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მათ შორის პოლიტიკურად აქტიურ ნაწილს?
- საქართველო დიდი ხანი ჩამოყალიბებული იქნებოდა გარკვეული სახის აზიურ-აფრიკულ ავტოკრატიათ, რომ არა ქართული საზოგადოების ის ნაწილი, ვინც უკვე ამდენი ხანია ქუჩაში იბრძვის და რომ არა დასავლეთი, რომლის შიშითაც „ოცნების“ ლიდერები ვერ ახერხებენ ამ გეგმის სრულად განხორცილებას.
ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის კერების დაძლევა, მათ შორის რეპრესიების მეშვეობითაც, ამავე დროს, მას არც იმის სურვილი და უნარი აქვს, რომ პოლიტიკური დიალოგის გზით გადაჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები .
ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის კერების დაძლევა რეპრესიების მეშვეობითაც, მას არც იმის სურვილი და უნარი აქვს, რომ პოლიტიკური დიალოგის გზით გადაჭრას ქვეყანაში არსებული პრობლემები
მეორე მხარეს არის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, რომელიც ვერ ახერხებს ხელისუფლების ისეთი დემოკრატიული ალტერნატივის ფორმირებას, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, უპირობო მხარდაჭერას და ავტორიტეტს მოიპოვებს.
მეორე მხარეს არის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, რომელიც ვერ ახერხებს ხელისუფლების ისეთი დემოკრატიული ალტერნატივის ფორმირებას, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, უპირობო მხარდაჭერას და ავტორიტეტს მოიპოვებს
ორივე მხარე ჰგავს ერთმანეთს სიჯიუტეში. „ოცნება“ ცოცხალი თავით არ აღიარებს პოლიტიკური კრიზისის არსებობას, იმიტომ რომ ეს მისთვის პოლიტიკური მარცხის ტოლფასი და ლიდერის „უცდომელობის დოგმატის“ დარღვევა იქნება, ოპოზიცია არ აღიარებს დაშვებულ შეცდომებს, რადგანაც ეშინია, რომ ისედაც დაბალი რეიტინგი საერთოდ გაუნულდება.
„ოცნება“ ცოცხალი თავით არ აღიარებს პოლიტიკური კრიზისის არსებობას, იმიტომ რომ ეს მისთვის პოლიტიკური მარცხის ტოლფასი და ლიდერის „უცდომელობის დოგმატის“ დარღვევა იქნება, ოპოზიცია არ აღიარებს დაშვებულ შეცდომებს, რადგანაც ეშინია, რომ ისედაც დაბალი რეიტინგი საერთოდ გაუნულდება
შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას. ორივე მხარე შიშობს რომ ოპონენტებთან დიალოგის დაწყების შემთხვევაში მოწინააღმდეგეგ მხარის წინააღმდეგ წარმოებული ამდენწლიანი პროპაგანდისტული ომის შედეგად მათ მიერვე გარადიკალიზებულმა მომხრეები მათ ღალატში დაადანაშაულებენ.
დიალოგის შანსს ასევე სპობს ორივე მხარეს გამეფებული ტოტალური უნდობლობა ერთმანეთის მიმართ. ორივე მხარის პროპაგანდა წლებია ახდენს მეორე მხარის დემონიზებას და ორივე მხარე ამ პროპაგანდის მიერ ოპონენტისგან შექმნილი მტრის ხატის ტყვეობაში არიან.
ხელისუფლება და ოპოზიცია უსმენენ მხოლოდ საკუთარ თავს, საზოგადოებასთან კომუნიკაციაციაში ანგარიშს უწევს მხოლოდ საკუთარ მომხრეებს.
ხელისუფლების პოლიტიკა სრულიად დესტრუქციულია. მან დაარწმუნა საკუთარი თავიც და მომხრებიც იმაში, რომ პროტესტი დასავლეთიდან იმართება, ამიტომ შიდა დიალოგს აზრი არ აქვს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ მთავარია დალაგდნენ არა საკუთარ მოქლქეებთან, არამედ იმ გარე აქტორებთან, რომლებიც მათ ამ პროტესტის დამკვეთად მიაჩნიათ.
ხელისუფლების პოლიტიკა სრულიად დესტრუქციულია. მან დაარწმუნა საკუთარი თავიც და მომხრებიც იმაში, რომ პროტესტი დასავლეთიდან იმართება, ამიტომ შიდა დიალოგს აზრი არ აქვს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ მთავარია დალაგდნენ არა საკუთარ მოქლქეებთან, არამედ იმ გარე აქტორებთან, რომლებიც მათ ამ პროტესტის დამკვეთად მიაჩნიათ
ეს არის ძალიან მცდარი პარადიგმა, რომ თუკი ტრამპი დაგიყვავებს, ამით შიდა პრობლემები გადაწყდება! თან „ოცნებაში“ ჩათვალეს, რომ თუ ისინი თავიანთ პოლიტიკურ რიტორიკას ააგებდნენ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის შტაბის მიერ გამოყენებულ ლოზუნგებზე, სიტყვა სიტყვით გაიმეორებენ ამერიკის ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის კრიტიკულ გზავნილებს ევროკავშირის მიმართ, ამით ტრამპის ადმინისტრაციაში დაიჯერებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ მათი იდეოლოგიური პარტნიორი და მოკავშირეა.
ნუ არ ვიცი, ესაა აბსოლუტური პოლიტიკური პრიმიტივიზმი!
დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად ასეთი პატური სიტუაციია შექმნილი, ფაქტია, რომ ნორმალური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი საქმიანობისთვის სამოქმედო ველი სულ უფრო მცირდება. ამ მდგომარეობიდან გამოსვლას ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა ჭირდება, რისი დეფიციტიც ქვეყანაში ძალიან შესამჩნევია.
- პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა მთელ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა გაერთიანდნენ სამართლიანი არჩევნების პირობებზე და ეს მოთხოვნა აქციონ საერთო სახალხო მოთხოვნად და დღის წესრიგიდან გააქრონ „გამოგონილი პოლარიზაცია“.
მეტიც, მისივე თქმით, ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" უნდა შეაგებოს არა მხოლოდ მრავალპარტიული, არამედ ფართო და მტკიცე სამოქალაქო თანხმობა“.
ოპოზიციამ აქციებში მონაწილეობისათვის დაკავებულთა გათავისუფლების საკითხში რომ შეძლონ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს.
მაგრამ, გაქვთ მოლოდინი რომ ოპოზიციური სპექტრი შეძლებს სამართლიანი არჩევნების პირობებზე ოპოზიციის ერთიან პოზიციაზე შეთანხმებას?
- ჩემთვის უდავოა, რომ ოპოზიციამ ერთობლივად უნდა შეიმუშაოს რეალისტური, სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული წინადადებების პაკეტი, რომელშიც ნათლად იქნება ნაჩვენები თუ ოპოზიციის აზრით ქვეყანაში რა სამართლებრივ - პოლიტიკური რეფორმების გატარება უზრუნველყოფს საქართველოში მეტნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატრებას და მასში ოპოზიციის მონაწილეობას.
ეს წინადადებების პაკეტი უნდა გადაეცეს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უნდა იქცეს ქვეყანაში ფაქტობრივად შეწყვეტილი პოლიტიკური პროცესის ხელახლა დაწყების მთავარ ლოკომოტივად.
ჩემთვის უდავოა, რომ ოპოზიციამ ერთობლივად უნდა შეიმუშაოს რეალისტური, სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული წინადადებების პაკეტი, რომელშიც ნათლად იქნება ნაჩვენები თუ ოპოზიციის აზრით ქვეყანაში რა სამართლებრივ - პოლიტიკური რეფორმების გატარება უზრუნველყოფს საქართველოში მეტნაკლებად ნორმალური არჩევნების ჩატრებას და მასში ოპოზიციის მონაწილეობას
ქვეყანას ჭირდება სამართლიანი არჩევნები და მასში ოპოზიციის მონაწილეობა. ამ უფლების მოპოვება უნდა იქცეს როგორც მოსახლეობის, ისე საერთაშორისო საზოგდოებისათვის ცხად და გასაგებ ამოცანად. ოპოზიციამ უნდა დაგეგმოს ამ მიზნის მისაღწევად ინტენსიური და მრავლფეროვანი პოლიტიკური პროცესი, რომელშიც თავის ადგილს დაიკავებს სხვადასხვა ფორმით მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება, ამ წინადადებების საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნვეყოფა დ ა.შ.
არჩევნებს აზრი არ აქვს, ეს არის ყველაზე მცდარი პოზიცია, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ინტერესებშია. ამ შემთხვევაში ივანიშვილის პარტია უკონკურენტოდ ისე გაიმარჯვებს შემდეგ არჩევნებში, ისე მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლეოსბას, რომ გაყალბებაც არ დაჭირდება!
ისე, ხელისუფლებასთან ერთად ხანდახან ოპოზიციამაც რომ დაკვრვებით წაიკითხოს თუნდაც აშშ-ს საელჩოს განცხადებები არ იქნება ცუდი! იქნებ მასში ოპოზიციის მიმართ გზავნილებიც აღმოაჩინოს!
ქვეყანას ჭირდება სამართლიანი არჩევნები და მასში ოპოზიციის მონაწილეობა. ამ უფლების მოპოვება უნდა იქცეს როგორც მოსახლეობის, ისე საერთაშორისო საზოგდოებისათვის ცხად და გასაგებ ამოცანად. ოპოზიციამ უნდა დაგეგმოს ამ მიზნის მისაღწევად ინტენსიური და მრავლფეროვანი პოლიტიკური პროცესი, რომელშიც თავის ადგილს დაიკავებს სხვადასხვა ფორმით მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება, ამ წინადადებების საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნვეყოფა დ ა.შ.
ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება და ამ პროცესის მთავარი შემოქმედი დღეს, ჩემი აზრით, არის სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“. სააკაშვილი სხვა პარტიებთან ერთობლივ პოლიტიკურ ბრძოლაზე თანახმა იქნება მხოლოდ ამ პარტიების მხრიდან მისი პირველობის აღიარების პირობებში.
შეიძლება ვცდები, მაგრამ ამ ეტაპზე, სააკაშვილის ლიდერობის აღიარების გარეშე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე მოლაპარაკების ნებისმიერი მცდელობა აბსოლუტურად უპერსპეტივო ამოცანა მგონია. ყოველ მეორე დღეს განმეორდება სხვადასხვა ტიპის სიურპრიზები. ასეთია ამ პარტიის და მისი ლიდერის პოზიცია.
მოგვწონს ეს თუ არა, მიშას და მის პარტიას აქვთ უფლება ასე ფიქრობდნენ. დანარჩენმა ოპოზიციამ კი, ჩემი აზრით, უნდა დაანებოს თავი წლის ნაყვას, ანუ ენმ-თან არარსებული ერთობის ხელოვნურად შენარჩუნების ილუზიის შექმნას.
ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება და ამ პროცესის მთავარი შემოქმედი დღეს, ჩემი აზრით, არის სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“. სააკაშვილი სხვა პარტიებთან ერთობლივ პოლიტიკურ ბრძოლაზე თანახმა იქნება მხოლოდ ამ პარტიების მხრიდან მისი პირველობის აღიარების პირობებში
მათ უნდა დაამტკიცონ, რომ სააკაშვილის თუ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც შეუძლია მოქმედება, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი წინადადებების პაკეტის შემუშავება. თუკი „ენმ“-ი შემდეგში შეუერთდება ამ წინადადებებს, ხომ კარგი, თუ არადა ეს პაკეტის იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის საერთო პოზიცია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.
ეს არ იქნება საუკეთესო ვარიანტი, ოღონდ დღეს არსებულ ვითარებას, ნაღდად აჯობებს, როცა თითქოს არსებობს ოპოზიციური ერთობა, მოსახლეობის თვალში კი რეალურად ეს მხოლოდ ილუზიაა.
- ხელისუფლება უკვე ღიად ამბობს, რომ მას „ისეთ ევროპაში არაფერი ესაქმება, როგორიც დღეს ისაა“.
ხელისუფლებას ჰქონდა იმედი რომ ოფიციალური თბილისი აშშ-თან ურთიერთობას დაალაგებდა, მაგრამ, რეალურად ამის მსგავს ვერაფერს ვხედავთ, თუ არ ჩავთვლით ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების არც თუ ისე მნიშვნელოვან ვიზიტებს აშშ-ში.
ორი დღის წინ აშშ-ის სენატმა 86 ხმით 12-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ლინდსი გრეჰემის მიერ წარდგენილი რუსეთის სანქციების კანონპროექტის წინ წაწევას.
კანონპროექტი ითვალისწინებს 100%-იან მეორად ტარიფებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, ის ასევე მიზანში იღებს რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ და აფართოებს ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი სენატში კენჭისყრის ამ პროცესს სენატის გალერეიდან ადევნებდა თვალს. მეტიც, სენატში ვიზიტის ფარგლებში იგი სენატის 60 წევრებსაც შეხვდა.
საქართველო არა თუ რეალურადაა გამოთიშული ევროპაში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესიდან, არამედ მაქსიმალურადაა დისტანცირებული იმ პროცესებიდან, რომლის ფარგლებში ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემა ყალიბდება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი ქვეყნის საგარეო კონტურზე მიმდინარე პროცესებსა და მათგან საქართველოს მაქსიმალურად დისტანცირებას?
ამ საგარეო პოლიტიკამ სანამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა?
- „ქართულმა ოცნებამ“ არსწორი ფსონი დადო 2020 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას. ისინი თვლიდნენ, რომ უკრაინა რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. დასავლეთი, განსაკუთრებით კი ევროპა, კრიტიკულად იყო დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე, მისი მსხვილი კომპანიები რუსეთში უზარმაზარ აქტივებს ფლობდნენ, რის გამოც ისინი იძულებული გახდებოდნენ გარიგებოდნენ პუტინს, მიეტოვებინათ უკრაინა და მინიმუმ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია რუსეთის ექსკლუზიურ გავლენის სფეროთ ეღიარებინათ.
როცა ომის საწყის ეტაპზე ეს მცდარი მოლოდინები არ გამართლდა, ხელისუფლებას ურთიერთობა დაეძაბა როგორც აშშ-სთან, ისე ევროპასთან. ივანიშვილმა თავიდან ბოლომდე ფსონი დადო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაზე, რადგანაც იმედი ჰქონდათ, რომ ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკა სრულად გამართლდებოდა, აშშ ევროპას დატუქსავდა, რუსეთს პირდაპირ მოელაპარაკებოდა, ტრამპი და პუტინი ინტერესების სფეროებს გაიყოფდნენ, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, რა შემთხვევაშიც საქართველო რუსეთის გავლენის ზონაში აღმოჩნდებოდა.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის პოლიტიკა გათვლილი იყო მხოლოდ ამ სცენარზე. ის ფიქრობდა რომ ევროპა ამ დაპირისპირებაში არ იქნებოდა დამოუკიდებელი და ძლიერი სუბიექტი, რადგანაც ეს არ უნდოდა რუსეთს და არ ჭირდებოდა ტრამპსაც.
ამ ვითარებაში „ოცნებას“ ჰქონდა იმედი, რომ მისი გამოკვეთილად ანტიევროპული რიტორიკა ორივე დიდი მოთამაშის, ტრამპის და პუტინის მოწონებას დაიმსახურებდა. ევროპისგან გასხვავებით არც აშშ-ს და არც რუსეთის პრეზიდენტს არ შეაწუხებდათ საქართველოში დემოკრატიის ბედი და მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი არ იქნებოდნენ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის წინააღმდეგი.
„ოცნებას“ ჰქონდა იმედი, რომ მისი გამოკვეთილად ანტიევროპული რიტორიკა ორივე დიდი მოთამაშის, ტრამპის და პუტინის მოწონებას დაიმსახურებდა. ევროპისგან გასხვავებით არც აშშ-ს და არც რუსეთის პრეზიდენტს არ შეაწუხებდათ საქართველოში დემოკრატიის ბედი და მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი არ იქნებოდნენ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის წინააღმდეგი
ყველა ეს გათვლა მცდარი აღმოჩნდა, უკრაინა არ დანებდა, ევროპა რუსებს არ მიეყიდა, ტრამპი არ აღმოჩნდა პუტინის ხელში სათამაშო თოჯინა და შესაბამისად, ივანიშვილმა ვერ მიიღო ამერიკელებისგან მისი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში უვადოს დარჩენის გარანტია. აშშ-ს საელჩოს მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება ძალიან მძიმე იყო. ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ გზავნილები გამოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას:
ეს უდაოდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული ყველა მძიმე გზავნილია, რამაც, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის დროზე „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული გათვლების სიმცდარე. უკრაინასთან ომში რუსები ვერ იმარჯვებენ, ევროპა რჩება ამერიკის პარტნიორად და ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ, არც ტრამპის ადმინისტრაცია და არც ევროპა არ აპირებენ ეკონომიკური ან სხვა რაიმე გეოეკონომირ ინტერესების გამო, ივანიშვილთან გარიგებას საქართველოში დემოკრატიის გაუქმების პირობით.
საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ იმ კუთხითაც მძიმე შეცდომა დაუშვა, როცა „მოახერხა“ და გადააფასა საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ივნიშვილმა და მისმა გუნდის წევრების განცხადებებიდნ ნათლად ჩანდა ხელისუფლების პოზიცია, რომ უკრაინასთან ომის შედეგად ევროპელების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის და ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარების გამო, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის უალტერნატივო წყარო გახდებოდა, რაც საშუალებას მისცემდა საქართველოს ხელისუფლებას თავისი პირობები ეკარნახა ევროპისთვის, მოეთხოვა მათგან ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის შეჩერება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უცვლელობის აღიარება.
მოკლე, ერთი პუტინმა მოინდომა ევროპის დაჩოქება ენერგორესურსებით და მეორე „ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ევროპას აზიასთან სავაჭროდ ჩვენს გარდა სხვა გზა არ ჰქონდა! ერთი პუტინმა მოიგო ამით რამე, მეორე ესენი მოიგებენ!
ერთი პუტინმა მოინდომა ევროპის დაჩოქება ენერგორესურსებით და მეორე „ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ევროპას აზიასთან სავაჭროდ ჩვენს გარდა სხვა გზა არ ჰქონდა! ერთი პუტინმა მოიგო ამით რამე, მეორე ესენი მოიგებენ!
ყველა ეს გათვლა მცდარი აღმოჩნდა. ამიტომ გვესმის ხან პრემიერის, ხან პარლამენტის თავმჯდომარის წუწუნი იმის თაობაზე, რომ ევროპელები ჩვენ გარკვეულ მოთხოვნებს გვიყენებენ დემოკრატიის კუთხით, მაშინ როცა მათ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აქვთ პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის თუ სხვა ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებთან.
საქართველოს არასდროს ყოლია ხელისუფლება, რომელიც თავისუფალი სამყაროდან ასე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების პოლტიკა შეეფასებინათ არა დემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებლი კრიტერიუმებით და შესაბამისად ჩაეთვალათ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ნაწილად, არამედ მასთან ურთიერთობა დაემყარებინათ იმავე სტანდარტებით, რითაც დასავლეთი ურთიერთობს შუა აზიის, არაბული სამყაროს, თუ აფრიკის ავტარქიულ რეჟიმებთან.
„ქართული ოცნება“ ბრაზდება და ვერ იგებს, როცა დასავლეთი არ გვწირავს ავტორიტარიზმისთვის და სურს საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილად განიხილოს. ეს არის ივანიშივილის და მისი გუნდისთვის მთავარი პარადოქსი, რატომ თვლის დასავლეთი საქართველოს თავის ნაწილად.
მას სურს, რომ კოლექტიურმა დასაველთმა აღიაროს ივანიშვილის უფლება იყოს ავტორიტარული მმართველი, სამაგიეროდ ის უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნების შეუფერხებელ ფუნქციონირებას და დასავლეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
„ქართული ოცნება“ ბრაზდება და ვერ იგებს, როცა დასავლეთი არ გვწირავს ავტორიტარიზმისთვის და სურს საქართველო დემოკრატიული სამყაროს ნაწილად განიხილოს. ეს არის ივანიშივილის და მისი გუნდისთვის მთავარი პარადოქსი, რატომ თვლის დასავლეთი საქართველოს თავის ნაწილად
ივანიშვილი თვლის, რომ ტრამპს და ევროპას მომგებიან გარიგებას სთავაზობს და არ ესმის მას რატომ არ თანხმდებიან ასეთ გარიგებაზე - საქართველოში მისი გუნდის შეუზღუდავი მმართველობა დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკიური ინტერესების დაცვის სანაცვლოდ.
„დასავლეთში ხომ ყველაფერი ფულზე იყიდება ? განა ბავშვობიდან ამას არ გვასწავლიდნენ? თუკი უზბეკეთთან უპირობოდ ურთიერთობა შეიძლება, ჩვენთან მიმართებაში ეს რატომ არის აკრძალული?“
ასე მსჯელობენ „ოცნებაში“ და ვერ იგებენ რა ხდება, რატომ არ ყიდიან ქართულ დემოკრატიას დასავლელი პარტნიორები. რახან დასავლეთის ლიდერების ქმედებების ლოგიკა არ ესმით, საქართველოს ხელისუფლება ვარდება სხვადასხვა ტიპის შეთქმულებების თეორიებში და დამატებით უამრავ შეცდომებს უშვებს. ქვეყანა აი ამ ვითარებაშია გაჭედილი. რაც უფრო მალე გამონახავს ივანიშვილი საკუთარი შეცდომის აღიარების ძალას, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
ამავე დროს, ხელისუფლება ჩიხშია შესული რუსეთთან ურთოერთობების კუთხითაც. საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთანაც ნულოვანი წინსვლა აქვს არსებული პოლიტიკურ პრობლემების მოგვარების კუთხით. „ოცნება“ ვერც კი ბედავს პუტინთან დიალოგის დაწყებას, რადგანაც პირველივე შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდება, რომ ფარული იმედი, რითაც ოცნება თავის მომხრეებს კვებავდა, თითქოს პუტინი ჩვენს მხრიდან დასავლეთთან ურთიორთობების გაფუჭების სანაცვლოდ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაგჭრაში, არის აბსოლუტური ბლეფი.
ამავე დროს, ხელისუფლება ჩიხშია შესული რუსეთთან ურთოერთობების კუთხითაც. საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთანაც ნულოვანი წინსვლა აქვს არსებული პოლიტიკურ პრობლემების მოგვარების კუთხით
ამიტომ რუსეთთთან ნებისმიერი მოლაპარაკება ახლა ყველაზე მეტად თავად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რადგანაც ჩამოექცევა მთავარი პოლიტიკური ნარატივი, რასაც „ოცნება“ და მისი ადეპტები საკითხში გაუთვითცნობიერებელ ხელისუფლების მომხრეებში არაოფიცილურად, მაგრამ ძალიან ინტენსიურად ამუშავებდნენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ევროინტეგრაციის ნაცვლად!
ერთი რამ ფაქტია, ივანიშვილი წლებია საერთაშორისო არენაზე ეძებს ისეთ პარტნიორებს, რომლებიც არ მოსთხოვენ მას შიდადემოკრატიას და დათნხმდებიან ხელისუფლებაში მისი გუნდის უვადოდ დარჩენას.
ამიტომ ცდილობენ ხან ჩინეთის ფრთას შეეფარონ, ხან არაბულ ქვეყნებში ეძიონ პარტნიორები, ხანაც რუსეთისკენ გააპარონ თვალი. ამ პოლიტიკური ძიების პროცესში, საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად მტრად გადაიკიდა ევროკავშირი და დიდი ევროპული სახელმწიფოები, განსაკუთრებით გერმანია.
ერთი რამ ფაქტია, ივანიშვილი წლებია საერთაშორისო არენაზე ეძებს ისეთ პარტნიორებს, რომლებიც არ მოსთხოვენ მას შიდადემოკრატიას და დათნხმდებიან ხელისუფლებაში მისი გუნდის უვადოდ დარჩენას
ეტყობა გერმანელები დაბალი ღობე ნახეს. ეს არის აბსურდული პოლიტიკა, რომელსაც არანაირი გათვლით საქართველოსთვის კარგი არაფერი მოაქვს, პირიქით! ჩემთვის ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს თუკი არჩევანი დაუდგებათ, ან ევროინტეგრაცია მათი ხელისუფლებაში დარჩენის საფრთხის გაჩენის ფასად, ან ხელისუფლებაში მათი უვადოთ ყოფნის სანაცვლოდ ევროინტეგრაციაზე უარის თქმა, ისინი აჩევანს ქვეყანისთვის ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას დაკარგვის სასარგებლოთ გააკეთებან!
ჩემი აზრით, სწორედ ეს არის, რაც ამ ხელისუფლების პოლიტიკას და საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ, სტრატეგიულ ინტერესს ერთმანეთთან ასე მკვეთრად აპირისპირებს!
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი