„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა

დაფუძნებიდან 8 წლის განმავლობაში ლექსუს თბილისი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, KIWAMI-ს გამარჯვებულებს შორის უკვე მეხუთედ დასახელდა!

აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესოთა შორის იმ საუკეთესო ევროპელ სადილეროებს, რომლებიც ბიზნესის ეფექტიანობითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

KIWAMI 2026-ის მეათე, საიუბილეო დაჯილდოებას ინგლისმა, კერძოდ კი ოქსფორდმა უმასპინძლა. სამდღიან მასშტაბურ ღონისძიებაზე 300-ზე მეტ სადილეროს შორის 16 საუკეთესო დასახელდა, მათ შორის, საპატიო ადგილი „ლექსუს თბილისმაც“ დაიკავა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისის წარმომადგენლობა ზედმიწევნით მიჰყვება ბრენდის მთავარ ფილოსოფიას - მუდმივ სწრაფვას სრულყოფილებისკენ.

Lexus Europe-ის ხელმძღვანელის, ანდრე შმიდტის განმარტებით, KIWAMI-ს ჯილდოს მფლობელები მომხმარებლებისთვის ქმნიან გამოცდილებას, რომელიც იაპონური სტუმართმოყვარეობის უნიკალურ ტრადიციას - Omotenashi-ს („ომოტენაში“) ეფუძნება და თითოეული სტუმრის საჭიროებების წინასწარ გათვალისწინებას გულისხმობს:

„სადილეროებმა, რომლებმაც KIWAMI-ს ჯილდოები მიიღეს, სტაბილურად მაღალი შედეგები აჩვენეს, ასევე, თავიანთ მომხმარებლებს Lexus Omotenashi-ის განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზეს. ეს არის ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და იმ უცვლელი მიდგომის შედეგი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი ყველაფრის ცენტრში დგას“, - განაცხადა ანდრე შმიდტმა.

ლექსუს თბილისი არსებობის 8 წლის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებს მომსახურების მაღალ სტანდარტს, ხოლო KIWAMI-ს ჯილდოს მეხუთედ მიღება ამ ძალისხმევის კიდევ ერთი ოფიციალური აღიარებაა.

თბილისის წარმომადგენლობა კვლავაც განაგრძობს მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და უნიკალური გამოცდილების შეთავაზებას, Lexus-ის ფილოსოფიის კვალდაკვალ.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა