ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება

უკრაინა-რუსეთს შორის ომის დასრულების ამერიკულ, ევროპულ და რუსულ გეგმებზე, იმაზე, სავარაუდოდ, რამდენად დიდია, ამ გეგმების რეალიზიციის ალბათობა, ასევე იმაზე, როგორი იქნება აშშ-ს პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში და სამხრეთ კავკასიაში, შეძლებენ თუ არა აშშ და ჩინეთი მსოფლიოს აქტუალურ პრობლემურ თემებზე მოლაპარაკებას „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების თემაზე უნდა დავიწყოთ საუბარი. ამ თემაზე მოსკოვსა და კიევში ჰქონდათ შეხვედრები ტრამპის წარმომადგენლებს პუტინთან და ზელენსკისთან.

ფაქტი ისაა, რომ ბევრი თვალსაზრისით ამგვარი გაუგებარი დიპლომატიური მცდელობები ამ თემაზე უშედეგოდ არა ერთი დასრულდა. ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი, მათ შორის პოლიტიკოსების დიდი ნაწილიც შეგუებულები არიან აზრს, რომ ომი უკრაინაში 2027 წელსაც გაგრძელდება.

რადგან ვიცით, რომ ომი უკრაინაში არც ნოემბრისთვის, ანუ აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე არ დასრულდება, და არც 2027 წელს, ალბათ, სწორი იქნება თუ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა ხდება ამერიკულ და ევროპულ პოლიტიკურ წრეებში უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც უკრაინა - რუსეთის ომის დასრულების გზების ძიების ვარიანტების თვალსაზრისით ხდება აშშ-ში, ევროპასა და რუსეთში?

- რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ტრამპის პოზიციებს. ტრამპი ეძებს გზებს რომ უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდეს აშშ-ში 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე.

ტრამპი ხედავს რომ აშშ-ში მოახლოებული შუალედური არჩევნების წინ მასაც და „რესპუბლიკურ“ პარტიასაც საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი აქვთ. თუ უკრაინაში ომი დასრულდებოდა, იგი საზოგადოებაში გარკვეულ ქულებს მოიპოვებდა და ექნებოდა იმის თქმის საშუალება რომ მან მსოფლიოში კიდევ ერთი ომი დაასრულა.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, რუსეთშიც მალე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები შედგება. ტრამპის წარმომადგენლების მოსკოვში ჩასვლა პუტინისთვის იყო წინასაარჩევნო სპექტაკლი. ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს დაურეკა და ტელეფონით ესაუბრა. ევროპის ქვეყნებისაგან იზოლაციაში მყოფი პუტინისთვის, საპარლამენტო არჩევნების მშვენიერი პიარ-კამპანია იყო. პუტინმა ეს მოლაპარაკებები სწორედ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა.

ტრამპის წარმომადგენლების მოსკოვში ჩასვლა პუტინისთვის იყო წინასაარჩევნო სპექტაკლი. პუტინმა ეს მოლაპარაკებები სწორედ წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა

რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებს. პუტინი არ აპირებს უკრაინასთან ომის დასრულებას. აქვს იმედი რომ ზამთარში შეძლებს უკრაინის წინააღმდეგ წარმატებული შეტევების განხორციელებას, მნიშვნელოვნად დააზიანებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და შეძლებს აიძულოს უკრაინა დათანხმდეს ომის დასრულების კრემლის პირობებს.

გარდა ამისა, რუსეთისთვის ომი უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში არის ერთი მოვლენა, ოღონდ, გეოგრაფიულად, სხვადასხვა ადგილებში. საერთოდ, რუსეთს აწყობს ესკალაცია.

პუტინი არ აპირებს უკრაინასთან ომის დასრულებას. აქვს იმედი რომ ზამთარში შეძლებს უკრაინის წინააღმდეგ წარმატებული შეტევების განხორციელებას, მნიშვნელოვნად დააზიანებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და შეძლებს აიძულოს უკრაინა დათანხმდეს ომის დასრულების კრემლის პირობებს

რადგან სწორედ ამ ესკალაციის გამო ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს გადაცდა. ეს კი რუსეთის ბიუჯეტისთვის არის ე.წ. „ირანის პრემია“. ასე რომ რუსეთი უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების თემაზე მოლაპარაკებებს აშშ-თან, პრაქტიკულად, თავის სასარგებლოდ იყენებს.

რუსეთი უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების თემაზე მოლაპარაკებებს აშშ-თან, პრაქტიკულად, თავის სასარგებლოდ იყენებს

- გასაგებია რომ ტრამპს უნდა აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს შეხვდეს „გამარჯვებული მშვიდობისმყოფელის“ იმიჯით. მაგრამ, არაა გამორიცხული ამ შუალედური არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტია დამარცხდება, რის შემდეგაც ტრამპს აღარც ექნეს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით გადამწყვეტი სიტყვის თქმის შესაძლებლობა.

ახლა თითქოს ოპონენტების დასანახად კოჭს უგორებს აშშ-ში უკრაინის მხარდამჭერებს, მაგრამ თუ არჩევნები მოიგო, აშშ უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში ისევ ისეთ ბევრი თვალსაზრისით გაუგებარ პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს, როგორც აქამდე ჰქონდა...

- რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს. ამერიკელი ამომრჩევლისთვის მთავარი საკითხია ნავთობის ფასი როგორი იქნება. ამ თვალსაზრისით ახლა ტრამპისთვის მთავარი თუ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში.

ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში, აქტიურობა დაიწყეს ირანის პროქსი ძალებმა, კერძოდ, ჰუსიტებმა. ახლა ჰუსიტები ცდილობენ დაბლოკონ წითელ ზღვაზე საპორტო ქალაქი. ერთი ბარელი ნავთობის ფასი 108 აშშ დოლარია. ტრამპისთვის ახლა, არჩევნების წინ მთავარი პრობლემა ნავთობის ფასი, ირანი და ახლო აღმოსავლეთია. უკრაინის თემა აშშ-ს საშინაო პოლიტიკაში დიდ როლს არ თამაშობს.

ერთი ბარელი ნავთობის ფასი 108 აშშ დოლარია. ტრამპისთვის ახლა, არჩევნების წინ მთავარი პრობლემანავთობის ფასი, ირანი და ახლო აღმოსავლეთია. უკრაინის თემა აშშ-ს საშინაო პოლიტიკაში დიდ როლს არ თამაშობს

ახლა შტატებში შეიქმნა სიტუაცია, როცა არაა გამორიცხული რომ „რესპუბლიკურმა“ პარტიამ სენატის არჩევნებიც წააგოს და კონგრესის არჩევნებიც. ანუ, ორივე პალატაში დაკარგონ უმრავლესობა. ახლა „რესპუბლიკელებს“ წარმომადგენელთა პალატაში არჩევნებში დამარცხება პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ. თუ ასე მოხდა, ეს დაკავშირებული იქნება ნავთობის ფასის ზრდასთან.

ამიტომ, ტრამპი იძულებული იქნება გააძლიეროს ზეწოლა ირანზე, არა მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტებით, არამედ სამხედრო ოპერაციებითაც აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე. ირანის ტაქტიკა ასეთია - მაქსიმალურად წავიდეს ვითარების ესკალაციაზე ჰორმუზის სრუტეში, რომ ნავთობის ფასი გაიზარდოს და ტრამპმა არჩევნებში დამარცხდეს.

არაა გამორიცხული რომ „რესპუბლიკურმა“ პარტიამ სენატის არჩევნებიც წააგოს და კონგრესის არჩევნებიც. ანუ, ორივე პალატაში დაკარგონ უმრავლესობა. ახლა „რესპუბლიკელებს“ კონგრესის არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვთ. თუ ასე მოხდა, ეს დაკავშირებული იქნება ნავთობის ფასის ზრდასთან

- ირანის თემას ჩვენ დავუბრუნდებით, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ პუტინი მაქსიმალურად ცდილობს მთელ დონბასზე კონტროლის დამყარებას, მაგრამ ვერ ახერხებს. ეს რომ 3 ნოემრამდე ვერ შესრულდება, ცხადია.

საგულისხმოდ გამოიყურება პუტინის ნათქვამიც - „დონბასზე რუსეთის კონტროლი თუ არ დავამყარე ჩამომახრჩობენ“. ყოველ შემთხვევითი, ფაქტია რომ პუტინს ეს შემთხვევით არ უთქვამს. როგორც ჩანს, ეს სიტყვები პუტინს ქვეცნობიერმა და უკრაინასთან ომში დამარცხების შიშმა ათქმევინა.

ალბათ იმანაც, რაც ტრამპმა მას უთხრა - „თუ შეგიძლია აიღეთ დონბასი და დაამთავრეთ ომი. თუ თქვენ ომს 3 ნოემბრამდე არ დაასრულებთ, შემდეგ ჩვენ თქვენს მიმართ ინტერესი აღარ გვექნება“...

თქვენი აზრით, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით აშშ-ს საბოლოო პოზიცია, სავარაუდოდ, როგორი იქნება?

და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება იყოს თავად პუტინი?

- ტრამპს რუსეთთან ურთიერთობაში აინტერესებს ირანის პრობლემა იმ თვალსაზრისით რომ არსებულ ვითარებაში რუსეთი ირანს არ დაეხმაროს.

აშშ-ს დაზვერვის უფროსის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ბევრ ვერსიაზე საუბრობენ, მაგრამ, მე მგონია მოსკოვში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ირანთან დაკავშირებული საკითხები. თავის მხრივ რუსეთი დაინტერესებულია იმით რომ ნავთობის ფასი მსოფლიოში მაღალი იყოს.

გარდა ამისა, პუტინის სტრატეგიაა გრძელვადიანი ომი უკრაინასთან. პუტინი თვლის რომ რუსეთი მის წინაშე არსებულ პრობლემებს გაუძლებს. უკრაინა და ევროპა რუსეთთან გრძელვადიან ომს ვერ გაუძლებენ.

პუტინის სტრატეგიაა გრძელვადიანი ომი უკრაინასთან. პუტინი თვლის რომ რუსეთი მის წინაშე არსებულ პრობლემებს გაუძლებს. უკრაინა და ევროპა რუსეთთან გრძელვადიან ომს ვერ გაუძლებენ

პუტინს რუსეთშიც და რუსეთის ირგვლივ არსებული ომის ვითარება და სიტუაცია სჭირდება იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2030 წელს უნდა ჩატარდეს, მოიგოს და ხელისუფლებაში იყოს 2036 წლამდე.

იმისთვის რომ მას კონკურენტები არ გაუჩნდეს, პუტინს სჭირდება მუდმივი დაძაბულობა. იმის მტკიცება რომ რუსეთის ირგვლივ მტრები არიან, რუსეთის მოსახლეობა უნდა იყოს ერთიანი და მის ირგვლივ კონსოლიდირებული.

პუტინს რუსეთშიც და რუსეთის ირგვლივ არსებული ომის ვითარება და სიტუაცია სჭირდება იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2030 წელს უნდა ჩატარდეს, შემდეგი არჩევნები მოიგოს და ხელისუფლებაში იყოს 2036 წლამდე

ასე რომ პუტინის გეგმა გრძელვადიანი ესკალაციაა.

- გასაგებია, რომ პუტინს უკრაინასთან და მთელ დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირების გრძელვადიანი სტრატეგია აქვს.

იმის გათვალისწინებით რომ ბოლო მონაცემებით რუსეთმა რეზერვებიდან 100 ტონა ოქრო გაყიდა და ეს ოქრო ჩინეთმა შეიძინა. რუსეთის ეკონომიკის ყველა სფეროში ვითარება საკმაოდ რთული და კრიტიკულია. გასაგებია რომ პუტინს ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე აქვს გადაყვანილი, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ რუსეთის ბიჯეტს 10 ტრილიონი აშშ დოლარის დეფიციტის პირობებში უწევს ცხოვრება.

ასეთ ვითარებაში უკრაინასთან ომის წარმობაც რთული იქნება, მით უმეტეს წარმატებული ომის წარმოება. ანუ მთელ დონბასზე სრული კონტროლის დამყარება.

რამდენად აქვს პუტინს თქვენ მიერ აღწერილი მისივე გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობა?

- რადგანაც ნავთობის ფასი მაღალია, ბიუჯეტში არსებულ დეფიციტს გადაფარავენ. სწორს ბრძანებთ კარგა ხანია ოქროს რეზერვებს ყიდიან და ჯამში დეფიციტს მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებიან.

მთავარი ისაა, რომ პუტინს ფსონი აქვს დადებული იმაზე რომ ახლა ამერიკა სუსტია, ტრამპი შუალედურ არჩევნებს წააგებს, რაც მას ხელს შეუწყოფს თავისი გეგმების განხორციელებაში. რაც შეეხება ევროპას. ევროპაც სუსტია.

პუტინს ფსონი აქვს დადებული იმაზე რომ ახლა ამერიკა სუსტია, ტრამპი შუალედურ არჩევნებს წააგებს, რაც მას ხელს შეუწყოფს თავისი გეგმების განხორციელებაში. რაც შეეხება ევროპას - ევროპაც სუსტია

- რადგდან ევროპა ახსენეთ, ევროპის თემებზე საუბრით გავაგრძელოდ საუბარი. რომ არა ევროპის დახმარება, უკრაინის სახელმწიფო კარგა ხნის უკან დაასრულებდა არსებობას.

ვხედავთ, რომ ევროპაში იმგვარი მოძრაობებია გაქტიურებული, რომელიც ხელს უწყობს ერთიანი ევროპის ჩამოყალიბებესაც და უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების საკითხში ერთიანი პოზიციის არსებობას.

ამის ნათელი მაგალითია გერმანიის საქსონიის მხარეში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სამხარეო არჩევნებში გამარჯვება. ვნახეთ რომ ამ პარტიას გამარჯვება პრეზიდენტმა ტრამპაც მიულოცა. ამის გამო კანცლერ მერცის მთვარობის გავრცელებულ განცხადებაში დაგმობილია აშშ-ს პრეზიდენტის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა.

მიუხედავად ამისა, გერმანია და პოლონეთი და ევროპის სხვა ქვეყნები აგრძელებენ უკრაინისთვის დახმარებას. რამდენადაა ევროპა მზად გაუძლოს პუტინის მიერ ომის წარმოაბის გრძელვადიან სტრატეგიას?

- ევროკავშირში ორი მთავარი ქვეყანაა გერმანია და საფრანგეთი. სავარაუდოა, რომ საფრანგეთის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებს მარი ლე პენი მოიგებს.

რაც შეეხება გერმანიას. სამხარეო არჩევნებზე საქსონიაში გაიმარჯვა „ალტერნატივამ გერმანიისთვის“. გერმანიაში მემარჯვენეების პოპულარობა იზრდება. პუტინის გათვლა იმაზეა რომ საფრანგეთსა და გერმანიაში შეიცვლებიან მმართველი პარტიები. გერმანიაში უკვე საუბარია იმაზე რომ ყალიბდება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და კანცლერს მერცს, შესაძლოა, მოუწიოს გადადგომა.

პუტინის გათვლა იმაზეა რომ საფრანგეთსა და გერმანიაში შეიცვლებიან მმართველი პარტიები. გერმანიაში უკვე საუბარია იმაზე რომ ყალიბდება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და კანცლერს მერცს, შესაძლოა, მოუწიოს გადადგომა

როგორც უკვე მოგახსენეთ, პუტინს აქვს იმის იმედი რომ ზამთარში დაბომბავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და ასე ნელ-ნელა, მიაღწევს თავის მიზანს.

- ტრამპი მიესალმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სამხარეო ოარჩევნებში გამარჯვებას. მერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამ თემაზე დაგმობილია აშშ-ს მხრიდან გერმანიის შიდა საქმებში ჩარევის შემთხვევა. ვინც საერთაშორისო პოლიტიკას აკვირდება ტრამპის ეს განცხადება არ გაუკვირდებოდა, რადგან, ემახსოვრება ვიცი-პრეზიდენტ ვენსის განცხადებები ევროპაზე, ევროპულ სტრუქტურებზე.

ვიცით, რომ ევროპელები უკმაყოფილო არიან ტრამპის ევროპული პოლიტიკით, და ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომში აშშ-ს დამოკიდებულებით.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ უწყობდეს ხელს ევროპის დასუსტებას?

- ევროპის დასუსტების საკითხში ტრამპსა და პუტინს მსგავი პოლიტიკა აქვთ. ტრამპი დიდი ხანია ღიად ამბობს რომ მას ევროპაში „ლიბერალები“ არ აწყობს. მას უნდა ევროპაში დომინირებდნენ მემარჯვენე ძალები, რომლებიც ევროპაში ანტიმიგრაციული პოლიტიკის განხორციელებას დაიწყებენ როგორც კი ამგვარი პოლიტიკის განხორცდიელების შესაძლებლობა ექნებათ.

რუსეთსაც და აშშ-საც უნდათ ევროპის დამორჩილება, ამის მისაღწევად ორივე ფსონს დებს მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებზე და ამ მხრივ არიან ერთმანეთის კონკურენტები. ევროპის მემარჯვენეებს არა მარტო რუსეთთან, არამდე ამერიკელ მემარჯვენეებთან აქვთ მჭიდრო კავშირები. ევროპა გახდა ამერიკისა და რუსეთის კონკურენციის საგანი.

რუსეთსაც და აშშ-საც უნდათ ევროპის დამორჩილება, ამის მისაღწევად ორივე ფსონს დებს მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებზე და ამ მხრივ არიან ერთმანეთის კონკურენტები. ევროპის მემარჯვენეებს არა მარტო რუსეთთან, არამდე ამერიკელ მემარჯვენეებთან აქვთ მჭიდრო კავშირები. ევროპა გახდა ამერიკისა და რუსეთის კონკურენციის საგანი

თუ ამერიკაში ტრამპის „რესპუბლიკური“ პარტია არჩევნებს წააგებს, „დემოკრატიული“ პარტია კონგრესში დაიწყებს თავისი პოლიტიკის განხორციელებას. ეს შეეხება უკრაინისთვის დახმარების გაწევას და ევროპელ პარტნიორებთან კავშირების აღდგენას. ეს მიმართულებები ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო პრიორიტეტული. კონგრესი ისეთ კანონებს მიიღებს, რომ ტრამპი იძულებული იქნება ისინი შეასრულოს.

ამიტომ ტრამპის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, აშშ უკრაინას უფრო დაეხმარება, მაგრამ, ტრამპს, როგორც პრეზიდენტს აქვს უფლება ირანის წინააღმდეგ საკუთარი გადაწყვეტილებით დაიწყოს 60 დღიანი ომი. ახლა ტრამპის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთი.

ტრამპის არჩევნებში დამარცხები შემთხვევაში, აშშ უკრაინას უფრო დაეხმარება, მაგრამ, ტრამპს, როგორც პრეზიდენტს აქვს უფლება ირანის წინააღმდეგ საკუთარი გადაწყვეტილებით დაიწყოს 60 დღიანი ომი. ახლა ტრამპის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთი

როდესაც აშშ-ს კონგრესი მხარს დაუჭერს უკრაინას და ევროპელ პარტნიორებს, ამის ფონზე ტრამპი ზეწოლას გააძლიერებს ირანზე. ასე რომ ის გათვლები, რომელიც ახლა აქვთ ირანის გენერლებს, ტრამპი წააგებს და ამერიკა სუსტი იქნება, არა მგონია იყოს სწორი. მეტიც, პირიქით იქნება - ამერიკა უფრო აგრესიული იქნება ირანის წინააღმდეგ.

- რადგან ირანის თემას შეეხეთ. ფაქტი ისაა რომ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკამ ირანთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა.

მართალია, ირანს ბირთვული იარაღი არ აქვს, მაგრამ აქვს შესაძლებლობა მსოფლიო ეკონომიკაზე სერიოზულად მოახდინოს გავლენა იმით რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირებისა და ნაოსნობის პრობლემები შექმნა.

არ ვიცი, რით უნდა დაეხმაროს რუსეთი ირანს, მას ახლა უკრაინაში თავისი პრობლემებიც საკმარისზე მეტი აქვს, მაგრამ, ფაქტი ისაა რომ აშშ-ირანის დაპირისპირებაში რუსები თეირანს რომ გულშემატკივროვენ.

ძნელი დასაჯერებელია ამას ტრამპი და სხვები აშშ-ში ვერ ხედავდნენ, ანუ იმას, რომ რუსეთი აშშ-თვის ისეთი ბიზნესპარტნიორი ვერ იქნება, როგორც თავად ტრამპს და აშშ-ში ბევრს წარმოუდგენია?

- ტრამპი, როგორც ბიზნესმენი ცდილობს მოლაპარაკებას იმაზე, რომ აშშ-თან ვაჭრობა და ურთიერთობა რუსეთისთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ირანთან თანამშრომლობა, ანაც ომის ესკალაცია.

მაგრამ, პუტინს ფსონი გაკეთებული აქვს ესკალაციაზე, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე უკრაინაში. ეს არის მისი პოლიტიკური მოქმედების სტილი და ეს მიდგომა, რომელიც მისთვის ამართლებს.

თუ პუტინის ბიოგრაფიას გადავხედავთ, ვნახავთ რომ პრობლემებისას ის ყოველთვის მიდიოდა ვითარების ესკალაციაზე და მოგებული რჩებოდა. ამიტომ, ამჯერადაც, პუტინს ამ გზით სიარული აქვს არჩეული.

თუ პუტინის ბიოგრაფიას გადავხედავთ, ვნახავთ რომ პრობლემებისას ის ყოველთვის მიდიოდა ვითარების ესკალაციაზე და მოგებული რჩებოდა. ამიტომ, ამჯერადაც, პუტინი ამ გზით სიარული აქვს არჩეული

- როცა საერთასორისო ასპარეზზე ასეთი განუკითხაობაა, ფაქტია რომ ზარალდება საქართველო.

„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი - „საქართველოს ხელისუფლება ცდილობს თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია“.

რამდენად შეუძლებელი ხდება საქართველოსთვის სამხრეთ კავკასიაში გავლენისათვის ერთმანეთთან შეჯიბრის რეჟიმში მყოფი ქვეყნებთან ნეიტრალიტეტის შენარჩუნება?

ამგვარი პოზიცია მას ახლა უფრო აზიანებს თუ მეტად ადგება თავისი სუვერენიტეტის გაძლიერების გზას?

- „ნაცრისფერ ზონაში“ ყოფნის დრო იწურება. რაც უფრო მწვადდება სიტუაცია, არც ერთი მხარე არაა კომპრომისისთვის მზად. ყველა მხარე აცხადებს რომ უნდა მოგება. რუსეთი აცხადებს რომ უკრაინას მოუგებს. ირანი აცხადებს რომ ომს უგებს ამერიკას და შეუძლია ჰორმუზის სრუტის ბლოკირება. ასეთ სიტუაციაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომპრომისის მოძებნა შეუძლებელია.

ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ორივე მხარისგან მოითხოვს კომპრომისებზე წასვლას. ვითარებაში, როცა საერთაშორისო ურთიერთობები ესკალაციის რეჟიმშია, მხარეები კომპრომისებზე არ წავლენ.

„ნაცრისფერ ზონაში“ ყოფნის დრო იწურება... ვითარებაში, როცა საერთაშორისო ურთიერთობები ესკალაციის რეჟიმშია, მხარეები კომპრომისებზე არ წავლენ

ამ თვალსაზისით, მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპსა და სი ძინ პინს შორის მოლაპარაკებები. მთავარია შეძლებს თუ არა ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში არსებული სიტუაციის დაბალანსებას.

ახლა ამერიკაში ბევრი მასალა იბეჭდება იმის შესახებ რომ სექტემბერში ამერიკაში დაგეგმილ შეხვედრაზე ტრამპი და სი ძინ პინი მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ უმწვავესი საკითხების დაბალანსებაზე შეთანხმებას მიაღწიონ.

მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპსა და სი ძინ პირს შორის მოლაპარაკებები. მთავარია შეძლებს თუ არა ეს ორი ქვეყანა მსოფლიოში არსებული სიტუაციის დაბალანსებას

ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ორი მთავარი ძალაა ჩინეთი და აშშ. ახლა როცა საუბრობენ იმაზე რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით შეიძლება იაქტიუროს. რუსეთი ამას ვერ გააკეთებს თუ ამის უფლებას ჩინეთი არ მისცემს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი რომ საქართველოს აშშ-თან და ჩინეთთან ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობები.

- ჩვენ აშშ-განაც დისტანცირებული ვართ და ევრიპისგანაც. რაც შეეხება ჩინეთს, სამთავრობო დონზე საქართველოს ჩინეთთან კი აქვს ურთიერთობები, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩინეთს მათ შორის ჩვენი რეგიონის მიმართ აქვს თავისი გეგმები, მაგრამ ჩვენ ისევ „ნაცრისფერ ზონაში ვართ?

- დიახ, ჯერჯერობით, საქართველო ისევ „ნაცრისფერ ზონაშია“. საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება რუსეთთან ურთიერთობებზე ისტორიული გამოცდილებით და 2008 წლის ომით აიხსნება. თუმცა, სწორედ ამ ომის შედეგების გამო, საქართველოს რუსეთთან ალიანსი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამავდროულად, ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებიც გაურკვევლობას შეიცავს. საერთაშორისო დაძაბულობის პერიოდში „ნაცრისფერ ზონაში“ დარჩენა სახიფათოა, რადგან კრიტიკულ მომენტში ქვეყანას შეიძლება მოკავშირეები არ აღმოაჩნდეს. ამიტომ, ძირითად გეოპოლიტიკურ მოთამაშეებთან ურთიერთობების დამყარება გლობალური ტურბულენტობის პირობებში პოლიტიკური გადარჩენის საკითხია.

საქართველო ისევ „ნაცრისფერ ზონაშია“, რადგან ჩვენ მკაფიოდ გარკვეული ურთიერთობა არა გვაქვს. ჩვენ ტრადიციულად ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან, მაგრამ, ახლა რუსეთთან ურთიერთობების ქონა უკვე აღარ არის აქტუალური

დღევანდელ მსოფლიოში მთავარი და ბევრი რამის განმსაზღვრელი ორი ძალაა - აშშ და ჩინეთი. საბოლოო ჯამში, ჩინეთისთვის მთავარია ვაჭრობა. სავაჭრო დერეფნებში სტაბილურობა. ამიტომაცაა, რომ ჩინეთი არც ერთ შემთხვევაში არაა დაინტერესებული პროცესების კატასტროფული სცენარებით განვითარებაში. არც სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

სხვათა შორის, არა ვარ დარწმუნებული ჰორმუზის სრუტეში და აშშ-თან ურთიერთობაში ირანის მხრიდან ვითარების ესკალაციაზე წასვლა, ჩინეთის ინტერესებში იყო. ნავთობზე მაღალი ფასები არც ჩინეთის ეკონომიკისთვისაა კარგი.

ამიტომ, არ არის გამორიცხული რომ ე.წ. პროქსი ძალების არსებობა არც ჩინეთის ინტერესებში იყოს. გვახსოვს, ამბობდნენ, რომ ირანი ჩინეთის პროქსი ძალაა.

დღევანდელ მსოფლიოში მთავარი და ბევრი რამის განმსაზღვრელი ორი ძალაა - აშშ და ჩინეთი. რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის მხოლოდ ისტორიულ მემკვიდრეობად რჩება

ახლა ჩანს რომ ჩინეთი ირანს ვერ აკონტროლებს. დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე საერთო ენა გამონახონ და მოილაპარაკონ. როცა თავის პროქსი ძალებს ვეღარ აკონტროლებენ, ურჩევნიათ მათგან განთავისუფლდნენ და მოიშორონ.

- მიუხედავად იმისა, რომ პუტინს დასავლეთთან გრძელვადიან დაპირისპირებაზე აქვს გათვლა გაკეთებული, ვხედავთ, რომ საქართველო კვლავ „ნაცრისფერ ზონაშია“ და ჩვენთან ამერიკაზე, ჩინეთსა და ევროპაზე მეტად რუსეთი აქტიურობს.

თან ისე, რომ არ გავს ეს აქტიურობა იმას რომ ტრადიციული ურთიერთობა მხოლოდ ტრადიცია და წარსული ისტორიის ნაწილია. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ მოსკოვი საქართველოსთან მიმართებაში ისე იმ სცენარით მოქმედებს რომლითაც მე-19 და მე-20 საუკუნეეში მოქმედებდა.

იმიტომ კი არა ასე, რომ კავკასიაში რუსული პოლიტიკის განმსაზღვრელებს ფანტაზია არ ჰყოფნით, არამედ, იმიტომ რომ ძველი სქემები - ერთმორწმუნეობა, ანტიდასავლური განწყობების კულტუივირება საქართველოში დღესაც წარმატებით მუშაობს...

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ აგრესიული, ხისტი და საქართველოს ინტერესების არგამზიარებელი რუსეთი ქართული საზოგადოების ნაწილისთვის მაინც მისაღებია?

- მას შემდეგ, რაც საქართველოს ურთიერთობები ევროპულ კავშირთან და შეერთებულ შტატებთან თანდათანობით გაცივდა, საზოგადოებაში შესუსტდა რწმენა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივისადმი. ამ იმედგაცრუების შედეგია საზოგადოების ნაწილის ნოსტალგია „ძველი დროების“ მიმართ.

თუმცა, გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ