ლელა ჯეჯელავა - მამუკა მდინარაძე ნამეტანი მრუდზე დადის და სად მიიყვანს ეს მრუდის ბოლოს, არავინ იცის - არ გამოვრიცხავ, ლილუაშვილის გზა გაიაროს, რა შეუშლის ხელს? ყველაფერი დამოკიდებულია აუტანლობის ხარისხზე

მამუკა მდინარაძე ნამეტანი მრუდზე დადის და სად მიიყვანს ეს მრუდის ბოლოს არავინ არ იცის - არ გამოვრიცხავ, ლილუაშვილის გზა გაიაროს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას განცხადებით, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი ადამიანისთვის იქმნება ან უქმდება, სახელმწიფო ვერ განვითარდება.

„უხერხულია, როდესაც ცდილობენ, რომ ისეთი რაღაცები მოგვყიდონ, რაც ღიმილის მომგვრელია. ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში არის ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წყვეტს ყველაფერს, რომლის ნება-სურვილზე აღსრულდება პოლიტიკა. როგორი არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები იქმნება და უქმდება ერთი ადამიანისთვის. ეს სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, უპატივცემულობაა.

ეს არ არის სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, ასე თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შედგება, ვერ განვითარდება. როგორ ბედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციას ქმნით და აუქმებთ ერთი ადამიანისთვის. თუ მდინარაძე არ არის, თურმე კოორდინაცია არ სჭირდება ძალოვან უწყებებს. ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით, ვინ ახდენდა ამის კოორდინაციას და ვის ხელშია ეს ქვეყანა. ახალი სტრუქტურა უნდა შექმნან, რეგიონული განვითარების სტრუქტურა. მე როგორც ვიცი, ამის შექმნას ჰპირდებოდნენ ლილუაშვილს. ლილუაშვილმა უარი თქვა და ციხეში წავიდა.

ჩემთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, მდინარაძე სად რომელ თანამდებობაზე იქნება იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოსთვის, რომ სარგებელი არ მოაქვს, ზუსტად ვიცი, მაგრამ სახელმწიფოს მასხრად აგდებაა, როგორც იქცევიან ესენი. ძალოვანი უწყებები ხომ უკვე აშენდნენ და დამშვენდნენ მაგის კოორდინაციის ქვეშ და ახლა რეგიონები უნდა ააშენოს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ლილუაშვილის გზა გაიაროს ბატონმა მდინარაძემ. რა შეუშლის ხელს? ყველაფერი დამოკიდებულია აუტანლობის ხარისხზე”, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება