იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება შეაჩერა

იტალიამ ესპანეთთან შენგენის თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, იტალიამ ესპანეთთან შენგენის თავისუფალი მიმოსვლის შეთანხმება ერთი თვით შეაჩერა.

გადაწყვეტილება ესპანეთის სეუტას ანკავში მაროკოდან მიგრანტების მასობრივ შეჭრას უკავშირდება.

იტალიას სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია ესპანეთთან, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება პირებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თვითმფრინავით ან გემით მოგზაურობენ და მათ პასპორტის ჩვენება მოუწევთ.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი საფრანგეთთან შეთანხმდნენ საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე კონტროლის გაძლიერებაზე, რათა აღკვეთონ არალეგალური მიგრანტების შეღწევა.

იტალიის გადაწყვეტილება ესპანეთის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც მადრიდმა შეაჩერა სეუტაში მიგრანტების შეჭრა და აღნიშნა, რომ 50,000 ადამიანიდან, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს, უმრავლესობა ნებაყოფლობით დაბრუნდა უკან.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში