გედევან ფოფხაძე - ერთი ვერსიაა, რომ მამუკა მდინარაძეს დაევალა, იყოს რეგიონების სუს-ი, მეორე კი ის, რომ მისი დასაქმებითაა დაკავებული ირაკლი კობახიძე - რომ ეთქვათ, მამუკა მდინარაძის დასაქმების სამინისტროს ვქმნითო, უფრო გულწრფელი იქნებოდა

ბრიფინგზე რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ: „ჩვენ ვქმნით მამუკა მდინარაძის დასაქმების სამინისტროს“, ეს უფრო ადეკვატური და გულწრფელი იქნებოდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ არ ხარ სუს-ის წარმომადგენელი, შეუძლებელია რეგიონებში ვითარება მართო.

„არც ლილუაშვილს არ ჩააბარეს რეგიონული განვითარების სამინისტრო, არც სოსო გოგაშვილს, როცა წამოვიდა სუს-იდან და პარტიაში დაბრუნდა. ვერ მისცემ რეგიონებს სხვა სამინისტროს, სხვა უწყებას, სუს-მა ამაზე მონოპოლია გამოაცხადა და ეს უკვე ინსტიტუციურად ისეა მიჯაჭვული სუს-ზე, რომ მამუკა მდინარაძე თუ არ იქნება, სუს-ი ისე რეგიონულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. არის ვერსიაც, რომ მამუკა მდინარაძეს ექნება ეს ფუნქცია და ის გაკონტროლებს ამ ყველაფერს, სუს-ს წაართმევს რეგიონული სუს-ის ფუნქციას, რაც დღეს აქვს და განახორციელებს თვითონ. ესაა ერთი ვერსია.

არის მეორე ვერსიაც. რეალურად, ბრიფინგზე რომ გამოსულიყვნენ და ეთქვათ: ჩვენ ვქმნით მამუკა მდინარაძის დასაქმების სამინისტროსო, ეს უფრო ადეკვატური და გულწრფელი იქნებოდა. ადამიანს შეუქმნეს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, დაფიქსირდა, რომ მისთვის შეიქმნა იმიტომ, რომ არ დარჩა ეს ადგილი, არავინ არ შეავსებს ამ ადგილს. ბრიფინგშიც იგრძნობოდა, ქვეტექსტიც იყო თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთ თვეში უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და არ ჩათვალოთ, რომ ამ კაცს მინისტრად ვნიშნავთო. ეს უფრო ან მესაფლავის როლია, ან გაკოტრების მმართველის როლია. ერთ თვეში სამინისტრო თუ ისედაც უქმდება, იმ სამინისტროში მინისტრად რატომ უშვებ? ის ერთი თვე იყოს ისევ სახელმწიფო მინისტრის როლში, რაც ჰქონდა. ჩემი აზრით, აშკარაა, რომ სასაცილოა და არაადეკვატური.

ორი ვერსიაა: ერთი ის, რომ მამუკა მდინარაძეს დაევალა მასშტაბური, შინაარსობრივი და ძალიან საინტერესო ფუნქციის შესრულება, იყოს რეგიონების სუს-ი, ან მეორე, რომ მამუკა მდინარაძის დასაქმებითაა დაკავებული ირაკლი კობახიძე იმის მაგივრად, რომ ეს ენერგია და დრო, რაც მამუკა მდინარაძის დასაქმებას ხმარდება, მოხმარდეს საქართველოს მოსახლეობის დასაქმებას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება