Euronews – ესპანეთის სეუტაში შეჭრილ მიგრანტებს კონტინენტურ ევროპაში შესვლა არ შეუძლიათ

ესპანეთის სეუტაში შეჭრილ მიგრანტებს მატერიკულ ევროპაში შესვლა არ შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიის დაუსახელებელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ესპანეთის სეუტას ანკლავში შეჭრილი არცერთი არალეგალი მიგრანტი არ შესულა კონტინენტურ ევროპაში.

„ევროპული კონტინენტისკენ შემდგომი მოძრაობა არ არის”, - განაცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა.

მიუხედავად იმისა, რომ სეუტას ანკლავი ესპანეთის ტერიტორიაა, თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებით მასზე სპეციალური წესები ვრცელდება.

„ხალხზე, რომელიც სეუტასა და მელილას ტოვებენ, შემოწმებები რჩება შენგენის სისტემის ფარგლებში. ამ მიზნისთვის, ისინი როგორც ევროკავშირის გარე საზღვრები განიხილებიან”, - განაცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა.

შენგენის თავისუფალი მიმოსვლის წესები ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებზე, ცხოვრების უფლების მქონე პირებსა და მოგზაურებზე, რომლებიც ლეგალური შესვლის პირობებს აკმაყოფილებენ.

შესაბამისად, ხალხს, რომელიც სეუტაში უკანონოდ შეიჭრა, არ შეუძლიათ ესპანეთის მატერიკული ნაწილისკენ ბორნების ან ფრენების აღება პირადობის შემოწმების გარეშე, რაც მათთვის ანკლავის დატოვებას ართულებს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება