უკრაინული მედია - რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - დაიღუპა 9 ადამიანი და 20-ზე მეტი დაშავდა

რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს, რის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსების იერიშის შედეგად დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რუსების თავდასხმის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქის ხუთ რაიონში ხანძარი გაჩნდა და შენობები ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის სოლომენსკის რაიონში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დარნიცკის რაიონში ხანძარი ადმინისტრაციულ შენობასა და ავტომობილებს გაუჩნდა. ასევე, პეჩერსკის რაიონში ოთხი კერძო სახლი დაზიანდა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად