დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ არ შეთანხმებულა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ არ შეთანხმებულა.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის, მას სურს Patriot-ების მიღება. მას სურს Tomahawk-ის რაკეტების მიღება, რომლებიც, როგორც იცით, ლეტალურია. მსგავსი შესაძლებლობები არავის აქვს. ეს იარაღი შესანიშნავია. მაგრამ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ ვის მივცემთ მისი შექმნის ნებართვას. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ შევთანხმებულვართ. ამის შესახებ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ტექნოლოგიის გადაცემა მარტივი არ არის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კაბინეტის სხდომაზე.

მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყნები, რომლებსაც აშშ ტექნოლოგიას გადასცემს, მომავალში ვაშინგტონის მოწინააღმდეგეები გახდნენ.

„არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოხდება, მაგრამ ის ხალხი, ვისაც ამ ტექნოლოგიას გადასცემ, შეიძლება ერთ დღეს შენს წინააღმდეგ განეწყოს. ეს შესაძლებელია. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად