Axios - დონალდ ტრამპი ირანში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს

დონალდ ტრამპი ირანში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-თან ერთად ირანის წინააღმდეგ იერიშებში ისრაელიც ჩაერთოს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ირანელები „ძალიან აგრესიულად“ იქცევიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ძლიერ იერიშებს გეგმავს.

„ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ და რაღაც მომენტში იტყვიან, რომ ამის გაძლება აღარ შეუძლიათ “, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა