ნეაპოლის მახლობლად 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაშავდა

ნეაპოლის მახლობლად 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო Ansa ავრცელებს.

ნეაპოლის პროვინციაში ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა პარასკევს საღამოს მოხდა.

მიწისძვრის ბიძგები ყველაზე ძლიერად ქალაქ პოცუოლიში იგრძნობოდა. მოგვიანებით, სეისმოლოგებმა დაახლოებით 30 განმეორებითი ბიძგი დააფიქსირეს.

ქალაქ პოცუოლიში ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი შენობის კედლის ნაწილი ჩამოინგრა და ავტომობილები დაზიანდა.

სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად