ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დეფიციტის გამო, მხოლოდ ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა.

ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს რუსებმა 35 რაკეტა, მათ შორის 27 ბალისტიკური რაკეტა და 185 სხვადასხვა ტიპის დრონი გამოიყენეს.

„მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები ასევე განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებზე. მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, ეს იმიტომ, რომ Patriot-ის სისტემებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები აღარ არის“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის შესაჩერებლად Patriot-ის რაკეტები ახლავე საჭიროა.

„ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თითოეული პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს. მათ გარეშე კი ყოველ ღამე მეტი მსხვერპლია“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად