კესტუტის ბუდრისი - რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში ლიეტუვის საელჩო დაზიანდა

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში ლიეტუვის საელჩო დაზიანდა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.

კესტუტის ბუდრისის ცნობით, რუსული რაკეტები კიევში, ლიეტუვის საელჩოს შენობიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა.

„საბედნიეროდ, ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. დღეს ვილნიუსში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის წარმომადგენელს დაიბარებს“, - წერს ბუდრისი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის დასრულების არანაირი ნიშანი არ არსებობს.

„პასუხი ნათელია: რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება უფრო მკაცრი სანქციების მეშვეობით და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად