მარკო რუბიო - უახლოესი კვირების განმავლობაში გავარკვევთ, შესაძლებელია თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება

უახლოესი კვირების განმავლობაში გავარკვევთ, შესაძლებელია თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გარკვეულ ძალისხმევას იხილავთ, რომელიც მიმართული იქნება იმის გასარკვევად, შევძლებთ თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლებას და ამ ომის დასრულებას“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, დიპლომატიური ძალისხმევა გაძლიერდება, თუმცა პროცესის წარმატება გარანტირებული არ არის.

„ჩვენ გვესმის, რომ ორივე მხარეს საკმაოდ მკაფიო „წითელი ხაზები“ აქვს და ვიდრე ამ „წითელი ხაზებს“ მცირედით მაინც არ დავაახლოებთ, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად