ლაშა ფარულავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის - სწორედ ამიტომ, 5 აგვისტოს ყრილობაზე დამტკიცდება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც პარტიას გაუწვენ ხელმძღვანელობას 6 თვის განმავლობაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, 5 აგვისტოს პარტიის ყრილობაზე გამოიკვეთება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც პარტიას მომავალი 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებენ.

მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში პარტია მოემზადება იმისთვის, რომ თავმჯდომარის არჩევნები და რეგიონული ლიდერების პრაიმერისი ჩაატაროს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადადის ჰორიზონტალურ მმართველობაზე. სწორედ ამასთან დაკავშირებით 5 აგვისტოს ყრილობაზე დამტკიცდება კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც პარტიას გაუწვენ ხელმძღვანელობას 6 თვის განმავლობაში. 6 თვე პარტია მოემზადება იმისთვის, რომ თავმჯდომარის შიდა არჩევნები ჩაატაროს და მათ შორის, რეგიონული ლიდერების პრაიმერისები. ჩვენ გვსურს, პარტია იყოს მეტად გახსნილი და ჩვენი ამომრჩეველი ჩართული იყოს პარტიის საქმიანობაში. შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები პასუხისმგებლობას აიღებენ ამომრჩეველთან, გულშემატკივართან და პარტიის წევრებთან და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი, ღია და გამჭვირვალე. სწორედ ამას ემსახურება ყრილობა, რომელიც ჩატარდება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად