ესპანური მედია - ესპანეთმა მაროკოს საზღვართან 500-მეტრიანი მცურავი ბარიერის დაყენება დაიწყო

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც სეუტაში მაროკოდან მიგრანტები შეიჭრნენ, პოლიციამ ტარახალის ჯებირზე შემაკავებელი ბარიერის დაყენება დაიწყო. ინფორმაციას ესპანური გაზეთი El País-ი ავრცელებს.

ბარიერის სიგრძე 500 მეტრია. წყლის ზემოთ მისი სიმაღლე 70-ს სანტიმეტრამდე აღწევს, ხოლო წყალქვეშ ერთ მეტრს.

ბარიერებს შორის სპეციალურ ზონას ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის კატერები გააკონტროლებენ.

ამასთან, El País-ის ინფორმაციით, ევროკავშირის 22 ქვეყანა ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით სასწრაფო და კოორდინირებულ ერთიან ევროპულ საპასუხო მოქმედებას ითხოვს.

ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, საბერძნეთის, მალტის, კვიპროსის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, დანიის, ბულგარეთის, ბელგიის, ფინეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებმა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც სეუტაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატეს და ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის მოწვევა მოითხოვეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად