სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობის გამოყენების თხოვნით მიმართავენ

როგორც თქვენი კოლეგები და მეგობრები, გულწრფელად გთხოვთ დაფიქრდეთ იმ გზებზე, რომლებიც შესაძლოა მოგცემთ შესაძლებლობას, კვლავ დაუბრუნდეთ თავისუფლებას, თქვენს ოჯახს, თქვენს პაციენტებს, თქვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო საქმიანობას. გთხოვთ, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისას, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა, - ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ექიმს, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს მიმართეს.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს არა პრინციპებზე უარის თქმასა და სიმართლის განცდის დათმობას, არამედ იმის გათვალისწინებას სთხოვენ, რომ ის სამედიცინო და სამეცნიერო სფეროს, კოლეგებსა და პაციენტებს სჭირდებათ.

„ბატონო გიორგი, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები მოგმართავთ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. თქვენი ცხოვრების გზა ჩვენთვის არის ადამიანისადმი მსახურების მაგალითი. მრავალი ათწლეულის განმავლობაში თქვენ ეხმარებოდით ავადმყოფებს, ასწავლიდით მომავალ თაობებს, ქმნიდით სამეცნიერო ღირებულებებს და თქვენი პროფესიული საქმიანობით ამტკიცებდით ექიმის უმთავრეს მოვალეობას - ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. ჩვენ და საღად მოაზროვნე თითოეულ მოქალაქეს, გვჯერა თქვენი სიმართლის და უდანაშაულობის. პატივს ვცემთ თქვენს შინაგან სიმტკიცეს, ღირსებას და უფლებას, დაიცვათ საკუთარი პოზიცია. ამავე დროს, როგორც თქვენი კოლეგები და მეგობრები, გულწრფელად გთხოვთ დაფიქრდეთ იმ გზებზე, რომლებიც შესაძლოა მოგცეთ შესაძლებლობას, კვლავ დაუბრუნდეთ თავისუფლებას, თქვენს ოჯახს, თქვენს პაციენტებს, თქვენს სტუდენტებსა და სამეცნიერო საქმიანობას. გთხოვთ, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესისას, კიდევ ერთხელ აწონ-დაწონოთ საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობა, როგორც ერთ-ერთი გზა, რომელმაც შესაძლოა მოგცეთ საშუალება, მალე დაუბრუნდეთ იმ საქმეს, რომელსაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. ჩვენ არ გთხოვთ პრინციპებზე უარის თქმას და არც თქვენი სიმართლის განცდის დათმობას. ჩვენ მხოლოდ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ დღესაც ძალიან სჭირდებით თქვენს პაციენტებს, თქვენს კოლეგებს, თქვენს სტუდენტებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას. თქვენი ადგილი არის ჩვენ გვერდით - კლინიკაში, მეცნიერებაში და ექიმის საპატიო საქმიანობაში. ბატონო გიორგი, გთხოვთ მიიღოთ, ეს წერილი, როგორც ჩვენი ღრმა პატივისცემის, სიყვარულისა და თანადგომის გამოხატულება. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და მალე დაბრუნებას ჩვენთან. პატივისცემით, საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები“.- ნათქვამია ღია წერილში.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

კერძოდ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ სასამართლომ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“