Reuters - საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ძლიერი ქარების შედეგად ხანძარმა ათენის მიდამოები მოიცვა.

ასევე, ესპანეთისა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში ვითარება კვლავ გაუარესდა.

საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, რის გამოც 2500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ესპანეთის დედაქალაქის გარშემო ვითარება სტაბილური გახდა, თუმცა მეხანძრეები ლეონის პროვინციაში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ატიკისა და ევბეის რეგიონების მოსახლეობა ტყის ხანძრების რისკების შესახებ გააფრთხილა.

ბეოტიის რეგიონში ტყის ხანძარს 300-ზე მეტი მეხანძრე, 92 სახანძრო მანქანა, მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავი ებრძვის.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად