ურსულა ფონ დერ ლაიენი - სეუტადან ესპანეთის კონტინენტურ ნაწილამდე ან ევროკავშირის სხვა ქვეყნამდე არცერთ მიგრანტს არ მიუღწევია

სეუტადან ესპანეთის კონტინენტურ ნაწილამდე ან ევროკავშირის სხვა ქვეყნამდე არცერთ მიგრანტს არ მიუღწევია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, სეუტაში არსებული ვითარების შესახებ უახლესი ცნობები შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერისგან და ხმელთაშუა ზღვისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისარი დუბრავკა შუიცასგან მიიღო.

„კარგი ამბავი ის არის, რომ ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობის შედეგად, არალეგალურად ჩასულთა აბსოლუტური უმრავლესობა მაროკოში დაბრუნდა. ეს აჩვენებს იმას, თუ რატომ არის ჩვენი ევროპული საზღვრების კონტროლი ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ ადგილზე ძლიერი სისტემა გვაქვს, თუმცა მას შემდგომი გაძლიერება სჭირდება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, რამდენიმე ევროპელი ლიდერის წერილი მიიღო და ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეოკონფერენციის გამართვის მოწოდებას მიესალმება.

„არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა სოლიდარობასა და ერთიან ევროპულ რეაგირებას მოითხოვს“, - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად